logo.png

 

ბოლო ჟამის საქათმე  II სეზონი (I სერია) 

ივერიუსის მოქანდარემ - ჩანთოსანმა ხვითომ და მისმა ასისტენტმა კიკეთა ვითხრამ ვერაფერი გააწყვეს შაშვების სატელევიზიო გადაცემების მამხილებელი ტალღების წინააღმდეგ, სადაც მათი შავბნელი საქმეები, კერძოდ: ფარული პეპლაობები, სკინტლის არალეგალური ბიზნესი, ფეშენებელური ქანდარების ფლობა, პედომამლუანობისა და ჰომომამლუანობის ლობის ვნებათა პარპაში, ჩრდილოელ დათვებთან კავშირები და ა.შ. და გადაწყვიტეს არწივებთან ერთად შურისმაძიებლური, ბოროტი და კონფიდენციალური შეთქმულება მოეწყოთ ყველა იმ სუბიექტისადმი ვინც საბურველოში ფრინველთა გამოფხიზლებასა და ინფორმირებას ეწეოდა.

შექმნილ ვაკხანალიას ისიც ამძაფრებდა, რომ საბურველოს ფერმის მკვიდრთა დიდი უმრავლესობა რელიგიურ-პოლიტიკურ ნიჰილიზმსა და კრიტიკულად განწყობილ პოზიციაში იყო. შესაბამისად, დელეგიტიმაციის შეუქცევადმა პროცესმა ორივე მუქთახორა ძალა გააერთიანა და დაგეშა შაშვთა კორპუსისა და ოპოზიციურად განწყობილი მასის წინააღმდეგ.

შირმად და ნიღბად ემოციური თემა შეარჩიეს და გადაწყვიტეს ჯიგარზე აეგდოთ საბურველოს ფერმაში მყოფი მეტისის ცოფიანი ძაღლებისა თუ ნაკრძალებიდან გამოდენილი ტილიფხანია და დაუბანელი ტახების სრული სპექტრი და მიექსიათ თუთიყუშების მიერ დაგეგმილი ღონისძიებისადმი, რა დროსაც იქ მყოფი შაშვები უნდა ეცემათ.

მანამდე კი საარწივო ასპარეზზე, ერთობ გროტესკული, სხვათა კურტუმოსმცველი ქორ-აფთარი лев васясов შემოაგდო ჩრდილოეთის ზოოპარკის იდეოლოგიურმა მომვლელმა, თუმცა დინოზავრების მიერ ნაკურთმა რაინდმა მალევე ფიასკო განიცადა და სიტუაციას გაერიდა სალმონელოზის ჭირით დაავადების მომიზეზებით.

უნდა აღინიშნოს, რომ არწივის ქურქში გახვეული იგუანა-პრემიერი ამ პროცესში ყველაზე უფრო ამაზრზენი და სამარცხვინო გამოდგა, რომელიც ხვლიკური ბუნების ბოღმას ვერ ფარავდა და ერთი სული ჰქონდა როდის დაიჟეჟებოდნენ შაშვმედიის წარმომადგენლები, რადგან ჯერ მარტო იმას ვერ ჰპატიობდა მათ, როცა მისი და ალბინოს სიმბას დანაშაულებრივი საუბარი გამოქვეყნდა, სადაც მრისხანე იგუანას "მეფე ლომის" მემკვიდრე ვიღაც მოზარდი - აფთრების ცემასა და დამცირებას ავალებდა, რაზედაც მონური მორჩილებით ეღლაბუცებოდა ამჟამინდელი საბურველოს არწივქურქა პრემიერი.

მოკლედ, რევანში სწყუროდა მავანთ და საამისოდ ყველა ღონეს ხმარობდნენ. ცხადია, აღნიშნულ პროცესში ჩართული იყო ქორბიბილოვნობიდან გადაყენებული ქედიანი ნიანგიც, რომელიც ჯერ იყო და "ფერმის გადარჩენისათვის" საარწივო ველში მესამე ძალით შემოსვლას აანონსებდა, მთავარ არწივზეც - "მკიდია, თავს მოვაჭამ და დედას იმასვუზამო" გაიძახოდა. მანამდე კი კაკადუპრემიერს დამხობას უპირებდა, ყველას და ყველაფერს ემუქრებოდა და ყოველთვის ნილოსის ერთ-ერთი შენაკადის დამშრალი გუბესავით უფუნქციო ლეშად რჩებოდა, თანაც მუდმივად ძროხის შარდს სვამდა, რითიც ძალიან თვრებოდა, რის გამოც მთელი კვირა აგრესიული იყო ხოლმე, კოღოებსაც კი ღრიალით ემუქრებოდა და გადაბმულად სკდებოდა ბოყინით. ყველაფერს კი ის ურთულებდა, რომ ორგანოები ანომალიურად ჰქონდა განვითარებული და გლანდების ადგილას სწორი ნაწლავი ება და პირიდან გაუთავებელი ფაღარათი სჭირდა.

შურისმაძიებლურ მოძრაობაში აქტიურად იყო ჩართული ერთ-ერთი სახელოვანი ქათამპარქიის ბიბილოპოლიტი გარეკილიც, რომელსაც საკუთარი ძუნძგლიანი მაჩვები და ტყის რწყილებიანი ქათმები ჰყავდა ჩაყვანილი შაშვთა სადამსჯელო ადგილას, არწივთა სასახლის წინ, სადაც ყივილითაც კი მიმართა დამსწრე ბატებსა და გავეშებულ შიმპანზეებს შემდეგი სიტყვებით: "ჩვენს წმინდა წიგნში - "ნიბლიაში" სწერია, რომ ვინც არ დაემორჩილება ნიმფას, ის უნდა ჩაიქოლოსო", რასაც ჩრდილოელი დათვების ჯამბაზი და მასხარა ლემურების ჯგუფის - ალტ-იღრძოს ოვაციები მოჰყვა!

იქვე არ უნდა დაგვავიწყდეს მზის დარყმაგადატანილი ჩხიკვის, ქანდარიდან გაჟღერებული მოწოდება: "არ იძალადოთ კი არა, იძალადეთ სამშობლოსთვის! იძალადეთ ეკლესიისთვის!" რასაც ხანგრძლივი და მქუხარე ბატყიყინა ტაში მოჰყვა!

საბოლოოდ კი ისე მოხდა რომ 60 შაშვი მძიმედ დაშავდა, (ერთი კი მძიმე ტრავმების შედეგად დაიღუპა, რომელზეც კომიკურმა და შლეგმა იგუანდიქტატორმა წამოცდენით თქვა, რომ "დაისაჯაო"!) ზოგს ფრთა მოტეხეს, ზოგს თვალი დაუზიანეს, ზოგს დეზი და ასე გაგულისებით მოიფხანეს გული ვირთხა კიკეთამ, კეკელკამ, მათმა ერთუჯრედიანმა კოლეგებმა და სულიერად ბანკროტმა არწივებმა. ხოლო ივერიუსის მოქანდარე ხვითომ კი ნიშნის მოგებითა და იმპერატიული ქათამბიბილოვნებით არწივებს მოუწოდა: "ასეთი რამ რომ არ განმეორდეს, საჭიროა შამანური გრძნობებისა და ფერმული ღირებულებების დაცვა კანონმდებლობის დონეზე გაფორმდესო"! ჩრდილოეთის ზოოპარკის ამ საცოდავი აგენტის ტრაგედია კი ის არის, რომ პირველად წარსდგა ფართო საზოგადოების წინაშე და ისიც შაშვების სისხლით გაიფერადა საკუთარი ბუმბული.

ამრიგად, მიუხედავად სრული ლუსტრაციისა, მორწმუნე ბატთა ბრმევლი კვლავ უდიადეს პატივს მიაგებდა ახლა უკვე ცოცხლად მუმიფიცირებულ ჰიბრიდულ მამალმთავარ ივერიუსს, რომელიც ცოდვებისაგან წელში გაღუნული და მოკუნტულიღა იდო ქანდარაზე და ვარიების მიშველების გარეშე დეზსაც კი ვეღარ დგამდა. სხვათაშორის ეს სადამსჯელო ოპერაცია მისი შურისძიებაც იყო კრიტიკულ შაშვმედიაზე, საიდანაც ანალიტიკოსი გედები და საბურველოს სხვა მკვიდრნი მას მამლებთან ფარულ პეპლაობასა და საკუთარი სკინტლით კვებაში ადანაშაულებდნენ, რისი სამხილებიც უხვად მოეპოვებოდათ. ცხადია, ამას ვერ აიტანდა მთელი ცხოვრება განდიდებასა და ფურორ-ფენეფისს ნაჩვევი ცოცხალი კერპი, რომელსაც სინამდვილეში არავითარი საქათმეთაშორისო ავტორიტეტი არ ჰქონდა და ბურვულ ენაზე გამართული წერაც კი არ იცოდა.

ამდენად, სასირეთის გავლენითა და პირადად ივერიუს ოქტავიანეს ჰიპნოზით ჯერ კიდევ იდიდებოდა მენჰირის კულტი, წმინდა კაენი და შივას ტაძრიდან აღებული ლინგა!

... და ასე ბნელოდა ბოლო ჟამის საქათმის თითქმის ყველა ფენაში, გარდა გედებისა, პროგრესული წიწილგაზრდობისა, შაშვებისა და სულ რამოდენიმე არწივიკოსისა, და იმედი მაინც ჯერ კიდევ არსაიდან არ ჩანდა.

/გაგრძელება იქნება/

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (517)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას