Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე
"ობამას მოსკოვში ვიზიტის დროს მისი სიტყვები უკუღმა თარგმნა რუსულმა მედიამ, რაზეც ობამამ ელეგანტურად იხუმრა "ლავროვი გადაგითარგმნითო".
მიშელის სიტყვებიც უკუღმა თარგმნეს ქართულ სივრცეში და შინაარსობრივად გამოვიდა სრული აბსურდი.
ანუ ევროპამ ბათუმში მოაწყო სუპერგეოპოლიტიკური სუპერმნიშვნელოვანი სამიტი მხოლოდ იმისთვის რომ საქართველოსთვის ეთქვა ევროპაში არ მიგიღებთო?
კარგი, დავუშვათ თარგმანი გაგიყალბეს,
დავუშვათ სიტყვები ისე ვერ გაიგეთ, მაგრამ თქვე კაი ოჯახის შვილებო ლოგიკასთან სულ არ მეგობრობთ?
ევროპას უარი რომ სდომებოდა ბრიუსელიდან ვერ გვეტყოდა?
შევხედოთ კიდევ რა გვითხრა.
რეფორმები ჩაატარეთ არა ევროპის საამებლად არამედ მოქალაქეების საკეთილდღეოდო.
რეფორმებიო.
საკეთილდღეო რეფორმები არის სულ რამდენიმე, დამოუკიდებელი სასამართლო და თავისუფალი ეკონომიკა.
ვის არ აწყობს რეფორმები?
მმართველ ელიტებს რა თქმა უნდა,
ვინც მიშელის სიტყვები უკუღმა თარგმნა, ვინც აორგანიზებს ანტიევროპულ კამპანიას და განწყობებს და ამას მხოლოდ ხელისუფლება არ აკეთებს.
საზოგადოებაში ანტიევროპული დემარშის უმთავრესი ორგანიზატორია პროდასავლურად წოდებული ბოკერია ჩერგოლეიშვილის "სასტავი" .
დაუღალავად ავრცელეს უკუღმა თარგმნილი სიტყვები,
ღიად უწოდებენ მიშელს არაადეკვატურს.
ავრცელებენ უკუღმართ დასკვნებს ევროპის და მოსკოვის "ძმობაზე", ევროპის მიერ ოლიგარქიული ძალაუფლების "გამყარებაზე და ა.შ.
ასეთი მანიპულაციების მსხვერპლი უამრავი პატრიოტი კი აგინებთ მიშელს უკანასკნელი სიტყვებით და ამავე დროს წუწუნებთ ქართველი ხალხი დებილია ბიძინა უნდაო.
ტროლ ბოტებზე აღარაფერს ვამბობ...
ისინი ამაყად ამბობენ ევროპა არ მაინტერესებსო.
პრობლემა კი ის გვაქვს რომ მთლიანად ოპოზიციის პოლიტიკაც ბოკერიას კონსერვატიული იდეოლოგიით წარიმართება და სწორედ ამ გუნდის მიერ იქნა "გაპრავებული" ოცნების ყველა არჩევნები ამ წლების მანძილზე.
ევროპის გზავნილების ასეთი აშკარა ფალსიფიკაცია, რომელსაც აწარმოებს ვითომ პროდასავლური ოპოზიცია უკანასკნელი წვეთია.
ასე რომ უბრალოდ მოგიწოდებთ აღარ დაუჯეროთ ჩერგოლეიშვილი ბოკერიას და მათი პარტნიორების არც ოპოზიციურობას და არც მათ ვითომ დემოკრატიულ მისწრაფებებს.
ასევე აჯობებს კრიტიკული იყოთ კონსერვატიული "რეალისტი" ექსპერტების და ჟურნალისტების მიმართაც.
კონსერვატიულ ძალებს აქვთ გავლენა მედიაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და "ლავროვის მიერ თარგმნილ" ვირტუალურ რეალობას გიყვებიან."
წერს თეიმურაზ ზაქრაძე.
ნანახია: (457)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას