logo.png

 

ბექა ჭიჭინაძე

 

"ანტონ ბულუხიას და მისი მოგზავნილების გასაგონად

ფიქრშიაც არ გაივლოთ Giorgi Geguchadze -ესთან გაკარება, ქვესკნელიდანაც ამოგთხრით და გაჩუმების მაგივრად თქვენს იმ დანაშაულებსაც გამოვიტანთ სააშკარაოზე, რომელიც დავიწყებული გგონიათ.

გიორგის გარშემო გულწრფელი მეგობრების და თანამოაზრეების ძალიან დიდი რკალია, რომელსაც ანტონის პირმოთნე გარემოცვა ვერასდროს გადალახავს.

ნუ მიგვაკუთვნებთ თქვენგან დაბეჩავებულ მორწმუნეთა იმ რიცხვს, რომლებიც თქვენი აღვირახსნილების დასჯას მხოლოდ ღვთის მსჯავრს ანდობენ, არა, ჩვენ გულმოდგინედ ვიზრუნებთ, რომ სამართალმა გაიმარჯვოს, როგორც თქვენ გიყვართ თქმა: ,,ორთავ სოფელსა შინა".

როგორი აწრიალებული და აღბორგებულია სულითხორცამდე შერყვნილი ანტონ ბულუხია, ეს შეუნანებელი ავაზაკი, ზნედაცემული ნაკაცარი, ღვთის უშიში და კაცის ურცხვი, ღვთის ხატებისგან განძრცვილი და თავდაუჯერებელი, თავისივე თავისგან დევნილი და საკუთარი უსუსურობით გამძვინვარებული, აი, ამ სულიერი მდგომარეობისკენ მიგიძღვით თქვენც, დაბრმავებულო მიმდევრებო, თქვენი ბრმა წინამძღვარი.

კიდევ ერთხელ, გაფრთხილდით, მართალია სინამდვილეში წარმოუდგენლად უმწეონი და მშიშრები ხართ, მაგრამ ჩვენ მაინც ფრთხილად ვიქნებით და პირველივე შეცდომაზე წაგასწრებთ, იქ მოგეკითხებათ ახალზეც და ძველზეც."

წერს ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე.

ნანახია: (533)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას