logo.png

Giorgi Geguchadze

"ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია) ჩემი დასჯა გადაწყვიტა! მან თავისთან ძალიან დაახლოებულ სასულიერო პირს (რომლის სახელიცა და გვარიც ვიცი და ნათქვამი მაქვს ჩემი მეგობრებისთვის, რომ თუ რაიმე მომივა, პასუხისმგებლობა მას და ბატონ ანტონს ეკისრება) დაავალა ჩემს შესახებ ინფორმაციის მოძიება, ,,საჭირო ხალხთან" დარეკვა და შესაბამისი მოქმედება.

იმ მღვდელმაც უამრავ ადაკიანთამ დარეკა ჩემს შესახებ ინფორმაციის მისაღებად და ზუსტად ასე ამბობდა, ვციტირებ: ,,მაგას ისე გავალახვინებ ჩემს ხალხს, ფეხზე რომ ვერ დადგეს მთელი დარჩენილი ცხოვრება".

ბატონი ანტონი მკაცრად ვამხილე თავის ანტიქრისტიანულ და არაადამიანურ მოქმედებებში. ეპისკოპოსი, როგორც მემკვიდრე ქრისტესი და მისი მოციქულების, მოციქულთაგან მხოლოდ იუდა ისკარიოტელს შევადარე და მოვიწოდე, მიეხედა თავისი ეპარქიისათვის, რომლისგანაც მორჩილი იძულებული გახდა, წასულიყო, რადგან მონასტრის ერთ-ერთი თანამშრომლისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. მან თავისი სიმართლე ვერ დაამტკიცა (ან როგორ უნდა დაემტკიცებინა?!) და, საბოლოოდ, გაერიდა სიტუაციას!

ამ ყველაფერმა მისი გაღიზიანება გამოიწვია და ჩემზე (და სხვა თეოლოგებზე, რომლებიც აკრიტიკებენ საპატრიარქოს) ,,ნადირობის" სეზონი გახსნილად გამოაცხადა.

ვაცხადებ საჯაროდ, თუ მე, ჩემი ოჯახის ნებისმიერ წევრს ან რომელიმე თეოლოგს რაიმე მოგვივა, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს, ანტონ ბულუხიას!"

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

ნანახია: (511)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას