logo.png

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

"პრორუსული და ფანატიკური დაჯგუფებების წევრები ბრალს გვდებენ ხოლმე გახრწნილი საპატრიარქოს კრიტიკოსებს და გვივრცელებენ ჭორს: "ეგ ამერიკელების დაფინანსებულები, მასონების, ნაცების და სოროსის მიერ მოსყიდულები, ოცდაათ ვერცხლზე გაყიდულები". არადა, ღმერთი და ჩემი ახლობლები არიან მოწმე, რომ სამწუხაროდ არავინ მაფინანსებს ჩემი კრიტიკული, მამხილებელი პოზიციებისა და განცხადებების გამო, რის გამოც მუდმივად ვიღებდი საპატრიარქოსგან რეპრესიებს, ბნელი ფანატიკოსების მუქარებს და რეალურად მხოლოდ საფრთხეში ვაგდებდი ჩემს თავს. მე პირადად უკანდახევა არ ვიცი, როდესაც ფუნდამენტურ პრინციპებს ეხება საქმე, თითოელი მუქარის და შეურაცხყოფის პასუხად ერთი ათასად მეტის თქმა მინდება. არ მეშინია, რადგან ვიცი, ეს ჭეშმარიტებისათვის და სამშობლოსათვის გაწეული მსხვერპლია. ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც საქართველოს ეკლესიის მღვდელს არც ხელფასი, არც საპენსიო და არც სოცდაცვა არ აქვს, მისი შემოსავალი მრევლის ნებაყოფლობით შესაწირზეა დამოკიდებული. არასოდეს არავისათვის არაფერი მომითხოვია, ნებასურვილით თუ მწირავდნენ, ვართმევდი დიდი მადლობებით და უხერხულობით, არ მწირავდნენ- არც არაფერი. ამ დროს მაფიოზა და ბიზნესმენი მღვდლები, ვინც მრევლის სამათხოვრო კაპიკებზე ყოფნას არჩიეს სხვადასხვა ლეგალური თუ არალეგალური ბიზნესების მართვა, წილებში ჩაჯდომა, ასევე საეკლესიო რიტუალებზე ფასების დადება და გვარიანად გამდიდრნენ მღვდლობით, ეპისკოპოსების სრული უმეტესობა კი პირდაპირ შეასხდნენ სახელმწიფო ბიუჯეტს, უძრავ ქონებებს (მიწა, ტყეები, შენობები…) და იქიდან დათრეული წილების ერთპიროვნულ განმკარგავებად იქცნენ. მე ამისი არც ნიჭი და არც (ა)მორალური მზაობა არ მქონია არასოდეს, ხოლო რჯულისკანონი მღვდელს უკრძალავს საერო საქმიანობით და ბიზნესებით დაკავებას. ოღონდ ეს მუხლი, ისევე როგორც მთელი დიდი რჯულისკანონი ფიქციადაა ქცეული დღეს საქართველოს ეკლესიაში, ამიტომ ბევრმა ხელი ადვილად მოითბო, მაგრამ არა ყველამ, ყველას ხომ არ აქვს ფულის კეთების ნიჭი და გაქნილობა. მე პირადად დღიდან სასულიერო ხელდასხმისა, არანაირი სიმდიდრე და ქონება არ და ვერ დავაგროვე. ისე გავხდი სასულიერო პირი, ფულზე და შემოსავალზე არც კი მიფიქრია ჩემი გამოუცდელობის და იდეალისტური ხედვების გამო, არც ის მიფიქრია თუ საქართველოს ეკლესია უსამართლობის და უთანასწორობის ასეთი უფსკერო ჭაობი იქნებოდა და მღვდელი გაჭირვებაში იქნებოდა, თუ იგი გაქნილი მლიქვნელი და მომხვეჭველი, ან "კრიშიანი" არ იქნებოდა. არცერთი ვიყავი, ამიტომ არაფერი მისარგებლია, დღესვე რომ გამაძევოს ჩვენმა კორუმპირებულმა და უმდიდრესმა საპატრიარქომ საეკლესიო დასიდან, სრულიად ცარიელი ჯიბით და სუფთა სინდისით დავტოვებ საქართველოს ეკლესიას. არ ვწუხვარ ამას და არც მომავლისა მეშინია, ვწუხვარ ეკლესიის მეთაურთა უკიდურეს გახრწინელებას, მეშჩანიზმსა და მომხვეჭველობას, ერის სიბრმავეს და მართლმადიდებლური რწმენის პროფანაციას. ამის მიუხედავად, ბევრს სჯერა, რომ ამერიკა, მასონები, ნაცები და სოროსი მაფინანსებენ. მეღიმება და ცოტა არ იყოს, მახალისებს, ეგონოთ რომ ბევრი ფული მაქვს და სიმდიდრე, დასკდნენ შურით, რას, ვკარგავ, თუ არ მემატება, არც მაკლდება, ნეტარია ცილისწამების მსხვერპლი ღვთის წინაშე, თუ რწმენით დაითმენს იგი."

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ნანახია: (481)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას