logo.png

Giorgi Geguchadze

 

"აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის ლგბტ თემის მოწონება/მოუწონებლობა ევროპელობასთან კავშირში.

ევროპელობა სწორედ ისაა ,რომ შეგიძლია მოგწონდეს ან არ მოგწონდეს ვინმე/რამე, მაგრამ არავინ არ გაძალებს მოგწონდეს/არ მოგწონდეს. ესაა სწორედ ევროპელობა, რომ არ გაძალებენ არცერთს.

მაგრამ ვისაც მოსწონს/არ მოსწონს, ის არ უნდა შეურაცხყო ამის გამო. ანუ ევროპა ადამიანის არჩევანს სცემს პატივს. არ აქვს მნიშვნელობა ის ლგბტქ წარმომადგენელია, მეეზოვე თუ პრეზიდენტი.

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მოიქცეს ისე, როგორც მას უნდა, თუ ეს ქმედება საფრთხისშემცველი არ არის მეორე ადამიანისთვის!

ლგბტქ-ობა მართლმადიდებელი ეკლესიის მიხედვით ცოდვაა და არასდროს ეკლესია არ გააუქმებს ამ შეხედულებას, მაგრამ , ამავდროულად, არასდროს არ იტყვის, რომ ასეთი ადამიანის ,,მოსაქცევად" მუშტი/გინება, სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობის გამოყენება დასაშვებია!

შესაბამისად, ჩემთვის ორივე მხარე მიუღებელია. ქრისტეს სახელით მოძალადე მღვდლები და მათი დაგეშილი ბრბოც და, ამავდროულად, ის ადამიანებიც, ვინც ლგბტქ-ობის დღის ნორმად დაკანონებას ცდილობს!

არცერთთან არ არის სიმართლე!"

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

ნანახია: (586)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას