logo.png

Lela Jejelava 

"ბოლო 46 წლის განმავლობაში იმდენი ზიანი საქართველოს საპატრიარქოს არ მიდგომია, რაც მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრეობის პერიოდში. არასოდეს ყოფილა საპატრიარქოს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ასე თვალსაჩინოდ წამგებიანი, როგორც ახლა. არასოდეს შერყეულა პატრიარქის ავტორიტეტი ისე მძიმედ, როგორც ახლა. არასოდეს დაუკარგავს და გურიყავს ეკლესიას იმდენი მორწმუნე, როგორც ახლა. მოვლენათა ლოგიკა აჩვენებს, რომ შიო მუჯრზე დიდი ზიანი პატრიარქისა და საპატრიარქოსთვის არავის მიუყენებია. შინაური მტერი მაინც ყველაზე საშიშია."

"მრავალუცნობიანი ამოცანა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალიერარქებისათვის: ამოხსნის იმედი კი არ მაქვს, მაგრამ მაინც. ამოცანის მოცემულობა: ასი ათასი მოწამის დღეს ხომ ვზეიმობთ, მრევლს ხომ უქადაგებთ, რომ ჩვენ 10000 წმინდანის ქვეყანა ვართ, და ამდენი წამებული ქრისტესათვის არავის ჰყავს? ასეა ნამდვილად; ამოცანა გვეკითხება: იმ ასი ათასი წმინდანიდან 100 მაინც რატომ არ მოიქნია მუშტი, რატომ არ დაალეწა თავ-ყბა ქრისტეს შეურაცხმყოფელს სიკვდილის წინ, ღირსება არ ჰქონდათ, ღონე თუ ძალი, სამშობლოს მომავალი არ ადარდებდათ თუ სიცოცხლე არ უყვარდათ? რატომ დადეს თავები სასიკვდილოდ წინააღმდეგობის გარეშე?

ამოცანის პასუხი: ქრისტესთვის მოწამეობრივი აღსასრული არის ქრისტიანის ყველაზე დიდი გამარჯვება. ქრისტესთვის წამებულთა ისტორია არის ჰაგიოგრაფია, ქრისტესთვის მწამებელთა ისტორიას კი ინკვიზიცია ქვია. ჩვეულებრივი ინკვიზიტორები ხართ, მაგრამ დაგადვიანდათ. ეგ ეტაპი ქრისტიანულმა სამყარომ შუა საუკუნეებში გაიარა და დროს უკუღმა აღარავინ დაგატრიალებინებთ. ადამიანები უკვე არჩევენ ერთმანეთისგან ქრისტეს და ბაალის მსახურებას."

"" ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკუა ცოდნით მოიხმარების" გენიალური ფრაზაა. გამოიყენეს ადამიანები, ორი დღე შლეგიანებივით არბენინეს ქუჩებში, როცა თავისუფლად შესაძლებელი იყო პრევენცია, ხალხი აცემინეს, დაარბევინეს და ახლა ვალდებულება აიღეს, რომ უმკაცრესად დასჯიან, გგონიათ საელჩოებს სძინავთ და კადრები არ აქვთ მღვდელმთავრების მოწოდების," ლიბერალები უნდა დავანგრიოთ", "იძალადეთ სიწმინდის სახელით", "ჩვენს გვამებზე მოგიწევთ პრაიდის ჩატარება}" სააკაშვილს ან ტუტანჰამონს თუ დააბრალებდით პრაიდის უკან დგასო, ეს გაგათავისუფლებდათ კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებისაგან? არ იცოდით , ვის მიერ იყო მხარდაჭერილი სექსუალური უმცირესობების გამოხატვის უფლება, არ იცოდით რას ითხოვდა ანტიდიდკრიმიანაციული კანონი? ჩვენ ბრიყვები გგონივართ, მაგრამ თქვენი გასაბრიყვებელი კბილები ევროპას არც არასდროს ჰქონია, რომ დაცვენოდა. ტყუილად ითვლით მაგ3,5 მილიარდს, თქვენ ვეღარ მოასწრებთ მაგის განკარგვას და ჯიბეებში გადატანას."

წერს ლელა ჯიჯელავა.

ნანახია: (513)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას