logo.png

Igumenia Tamara Gamkrelidze

 

"თავისუფლების აქციაზე ვიყავით მე და Deda Ketevani.

საპატრიარქოს მობილიზებული ყავდა თავისი თანამშრომლები, სასულიერო პირები და ე.წ. მრევლის წარმომადგენლები. ბევრი იყო არაფხიზრლ მდგომარეობაში, გაშმაგებული, შეურაცხადი. შეგნებულად მიდიოდნენ პროვოკაციაზე. საპატრიარქო, კრემლის დავალებით, კიდევ ერთხელ მიდის სამოქალაქო დაპირისპირებაზე, ეს არის დიდი სიბოროტე!

პატრიარქის "მოღვაწეობის" შედეგია: განადგურებული ეკლესია და გამარგინალებული სასულიერო პირები!"

 

""ჩირგებში მჯდომ" სასულიერო პირებს მივმართავ: რაც ამ დღეებში მოხდა, უკვალოდ არ ჩაუვლია. თქვენმა გაკერპებულმა ილიამ მოახერხა, რომ შემოსილი ადამიანი საზოგადოებისთვის მიუღებლად წარმოჩინებულიყო. ადამიანები შიშით, სიბრალულით და გაბრაზებით გვიყურებენ. ტაძრებში თქვენგან "დამონებული" ე.წ. მრევლიც აღარ ივლის, როცა მათ ოჯახის წევრებსაც შეეხებათ საპატრიარქოდან მართული მოძალადეების ხელი.

ხმა ამოიღეთ!! ბოლო შანსი გაქვთ! ვერ გაიმართლებთ თავს! ამით თქვენ თავსაც გადაარჩენთ და საბოლოო დანგრევისგან იხსნით გაპარტახებულ ეკლესიას!"

 

"გუშინ ახალგაზრდებს ვესაუბრე. ქვეყნის გადარჩენას ხელისუფლების შეცვლაში და ახალგაზრდების განათლებაში ხედავენ, რაც არ არის საკმარისი შედეგის მისაღწევად.

თუ სული ჯანმრთელი არ გაქვს, არანაირი მედიკამენტის მიღება ვერ გიშველის. სახელმწიფოც ვერ გადარჩება ჯანსაღი სულის გარეშე.

რა ხდება დღეს? ვინ ასრულებს ოკუპანტის მითითებებს? ვინ აპირისპირებს მოქალაქეებს? ვინ თესავს ზიზღს და შუღლს? ვინ კვებავს ავადმყოფური იდიოლოგიით ადამიანებს? ვინ არის კრემლის დასმული ხელისუფლების დასაყრდენი ძალა? ოპოზიციური პარტიები ამომრჩევლის დაკარგვის შიშით, ვის ვერ აკრიტიკებს? ვითომ კრიტიკული მედია ვის "ეფლირტავება" ?

ვის და სტალინის შექმნილი საბჭოთა ეკლესიის პატრიარქ ილიას თავისი გარემოცვით!

ვინ ყოფილა ნომერ პირველი მტერი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის? ჩვენი ე.წ. "ეკლესია".

ხოდა მისახედია პირველ რიგში სული! ჩვენ ეკლესიაში დასაბრუნებელია ქრისტე და გასაწმენდია კრემლის აგენტურისაგან! მხოლოდ ეს გადაარჩენს ჩვენ სამშობლოს! წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ მრავალ ხელისუფალს გაისტუმრებს ეს საბჭოთა სტრუქტურა!"

წერს იღუმენია თამარ გამყრელიძე.

ნანახია: (727)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას