logo.png

Vladi Narsia

""ეკლესია", რომლის სიბნელე უკვე სიმყრალეშია გადასული, კრიმინალი და ველური იერარქიით (უმეტესობა!) დიდი ხანია გვატერორებს ქრისტეს სახელით. სინამდვილეში, ისინი ქრისტიანულ იდეალებს რყვნიან კრიმინალური სუბკუკტურით.

იერარქი, რომელიც უმძმესი კრიმინალური ბრლადებით არის გასამართლებული და დღესაც მის გარყვნილებას მამრობითი სქესის "საყვარლების" მრავალფეროვნება ამდიდრებს (მდედრობით სქესთან საყვარლობა ლამის სათნოებად გამოცხადდეს..) გვეუბნება რომ პედარასტია ცოდვაა. მოიცა, - ქურდობა არ არის ცოდვა? მრუშობა არ არის ცოდვა? ფული და სიმდიდრე რომ გაკერპებული გყავთ ეს არ არის ცოდვა? ... ის, ასეულობით ზოოერეკტუსი კრიმინალი რომ გამოიყვანეთ ხალხის დასარბევად მათ გაუბედავთ და ეტყვით, რომ ქურდობა ან მრუშობა ცოდვაა? თქვენ, ერთხელ მაინც გითქვამთ თქვენი მოკავშირე "კაი ბიჭი" მრევლისთვის, რომ ქრისტიანობის ყველა მორალური პრინციპის დაცვა თანაბრად მნიშვნელოვანია ქრისტიანული სრულყოფის გზაზე?! ქურდები რომ ეკლესიებს გიშენებდნენ, სახლებს და მანქანებს გჩუქნიდნენ ეუბნებოდით რომ ქურდული წესით მოპოვებული ქონება არ შეიწირებოდა ღმერთისთვის და მიუღებელი იყო ეკლესიისთვის?!

"ეკლსიის" დღევანდელ ქმედებას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანბასთან. ეს არის ქართულ საზოგადოებაში და ხელისუფლებაში კრიმინალური სუბკულტურის დაბრუნების რუსული გეგმა. დღეს, ოცნების კრიმინალური ხელისუფლება საპატრიარქოს კრიმინალ იერარქიასთან ერთად ახორციელებს რუსულ პროექტს, რაც კალკია 80-90 იანი წლების სოციალური წესრიგის საბჭოთა მოდელისა. საზოგადოებრივი ურთიერთობების თითქმის ყველა სფეროში წესრიგს ამყარებდა კრიმინალები, რომელსაც მხარს უჭერდა ხელისუფლება. ეკლესია მთლიანად გარემოცული იყო ქურდული სამართლიანობის შეგნებით. "ქურდი უცდომელია", ეს იერარქიაში გაზიარებული თეზა იყო და "საყვარლობანა" კაცთან თუ ქალთან ნორმად იყო მიჩნეული.

აი, ამ მდგომარეობის მიღწევა სურს რუსეთს დღეს. თუ სახელმწიფოს მართვა გადავა კრიმინალების, უცოდინარების და გარყვნილი (კორუფცია) ხელისუფლების ხელში ჩათვალეთ, რომ ვცხოვრობთ პუტინის რუსეთში. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი იყენებს საპატრიარქოს და ივანიშვილის ხელისუფლებას. ეს არის ორი ის მთავარი ბერკეტი რუსეთი ხელში, რომელიც ყველაზე საშიში მტერია ქართული სახელმწიფოებრიობის, რომ აღარარფრი ვთქვათ ქრისტიანობაზე. ამიტომ, როგორც ოცნების ხელისუფლება ასევე საპატრიარქო ამ ქვეყანაში აუცილებად უნდა დასრულდეს!!!

არ დაიჯეროთ, "გუშინდელ" ველურობას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან. ეს არის არსით კრიმინალური და ფორმით რუსული, რელიგიური ოპიუმით გაჯერებული ანტიქრისტიანული მოძღვრება, რომლის მიზანია რუსული იმპერიალიზმის მსახურება ქრისტიანობის, თავისუფლების და ეროვნული თვითმყოფადობის ფასად."

წერს თეოლოგი ვლადი ნარსია.

ნანახია: (482)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას