logo.png

George Tiginashvili

 

"ქრისტიანს არანაირი ფობია არ უნდა ახასიათებდეს. მისი ბრძოლის სარბიელი პიროვნული და პირადი "მე", ანუ საკუთარი ეგო უნდა იყოს და არა გარეშე პიროვნება.

გმირობა სულის ღონეა და არა სხეულის. ამიტომ უმცირესობების ჩაგვრასა და სტიგმატიზებაში გადმონთხეული ადრენალინი სულაც არ გახლავთ ქრისტიანული ვაჟკაცობის გამომხატველი.

არასდროს ვიტყვი რომ ცოდვა კარგია, მაგრამ არც ის უნდა ვთქვა ოდესმე რომ ცოდვილი გავრიყოთ, დავამუნათოთ, მასში არსებული ღვთის ხატება შეურაცხვყოთ და ვდევნოთ!

ნეტარი ავგუსტინე, ეს უდიდესი ლათინი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი ამბობდა: "როცა ვინმეს ცოდვაში ნახავ, კი ნუ დააყვედრი, არამედ ხელები აღაპყარი ღვთის წინაშე და რიდით წარმოსთქვი: შენ რომ არა უფალო, მე მასზე უარესი ვიქნებოდი!" - აი ეს არის კრედო და ლოზუნგი ქრისტიანისა და არა ის მუტრუკობა და სიძულვილი, რომელსაც ძველი აღთქმის სიხისტეში ჩარჩენილები ლამობენ!"

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (489)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას