logo.png

Zurab Jashi

"ხიდების მშენებლობისა და დიალოგის ნაცვლად საპატრიარქომ აირჩია ომის პოლიტიკა, რისი ყველაზე ტრაგიკული შედეგი არის ის, რომ მან წაართვა ეკლესიას საკუთარი არგუმენტის ჩამოყალიბებისა და გამოთქმის შესაძლებლობა, წაართვა ღვთისმეტყველება, საერთოდ დაადუმა ეკლესია. ძალადობა ადამიანს ართმევს აზრ/სიტყვას, ანუ ლოგოსს, რომელიც არის ღვთის ხატება ადამიანში და მოგვენიჭება თვით მარადიულ ლოგოსის, ძე-ღმერთის მიერ. ამ დროს ჩვენი ეპისკოპოსები გაიძახიან, ეკლესიას მარტო სამი ღვთისმეტყველი ჰყავდაო საკუთარი გაკერპებული უმეცრების გასამართლებლად. ნეტავ, სხვა რითი იყვნენ დაკავებული წინასწარმეტყველნი, მოციქულები, ეკლესიის მამები, ჰიმნიგრაფები, ჰაგიოგრაფები, ხატმწერები საუკუნეების განმავლობაში, რომ არაფერი ვთქვათ თანამედროვე მსოფლიოში გამოჩენილ (სამწუხაროდ, არაქართველ) აკადემიკოს ღვთისმეტყველებზე?! ასე ერთობლივად საკუთარი ხელით ასამარებენ იერარქია და მრევლი ეკლესიას საქართველოში. მუნჯი და არალოგოსური ეკლესია არ არის ეკლესია, რადგან მისგან განდევნილია საღვთო ლოგოსი-ქრისტე. ამის გარეგნული ნიშანი კი ის იქნება, რომ მოვა ახალი განათლებული თაობა, რომელიც ბუნებრივია არც გაიხედავს ასეთი ეკლესიისკენ, ან საერთოდ არ გვეყოლება ასეთი თაობა და ვიტრიალებთ ასე ერთ წრეზე."

წერს თეოლოგი ზურაბ ჯაში.

ნანახია: (684)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას