logo.png

Zurab Jashi

"თუ რომელიმე მართლმადიდებელს დღეს ჰგონია, რომ არჩევანი უნდა გააკეთოს "ჰომოსექსუალობის პროპაგანდასა" და ქრისტიანულ ზნეობას შორის, ძალიან ცდება. ასე საერთოდ არ დგას საკითხი. სინამდვილეში უნდა ავირჩიოთ თავისუფალი, მოაზროვნე, პიროვნული პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებისგან შემდგარ საზოგადოებასა და ვიღაც ბატონთა ბრძანებებს დამონებულ, დაშინებულ მასას შორის. ასეთი ალტერნატივების წინაშე მდგომ ქრისტიანში იოტის ოდენ ეჭვს არ უნდა იწვევდეს, თუ საითკენ უნდა გადაიხაროს მისი არჩევანი, ყოველგვარი "მაგრამების" გარეშე. თავისუფალმა ადამიანმა შეიძლება ეს ღვთისგან ბოძებული თავისუფლება არასწორად გამოიყენოს, მაგრამ ის მაინც ღვთის ხატად შექმნილ ადამიანად დარჩება და სწორედ ამიტომ მორალურად აგებს პასუხს მის ქმედებაზე, რაც მხოლოდ მისი პირადი საქმეა. მაგრამ თავისუფლებაწართმეული თვით ადამიანობას კარგავს და შემდეგ ის რას გააკეთებს, ამას საერთოდ არა აქვს ფასი, რადგან მან ყველაზე ძვირფასი ტალანტი უკვე მიწაში დაფლა - ღვთის ხატება. ყოვლად დაუშვებელია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი იდგეს ადამიანობის დაკარგვის, მონობისა და ღვთის ხატების შემრყვნელთა მხარეზე. ის სხვებთან ერთად უნდა შრომობდეს თავისუფალი საქართველოს აღმშენებლობისთვის."

წერს თეოლოგი ზურაბ ჯაში.

ნანახია: (525)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას