logo.png

George Tiginashvili

 

"შიო მუჯირი და ანდრია ჯაღმაიძე - აი ვის კისერზეა დედის გინებით, სატანური გავეშებითა და სიძულვილით დევნილი თუ ნაცემი ჟურნალისტების (50-ზე მეტია მათი რიცხვი), დაჭრილი ტურისტის სისხლი და დალეწილი ქუჩების მდგომარეობა! ეს არის ტანდემი, რომელსაც კრემლმა ანტისახელმწიფოებრივი სპეცოპერაცია დაავალა! ეს არის ძალა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან! ეს არის უტიფარი დუეტი, რომელიც ეკლესიის შიგნით ჰედონისტებს აწინაურებს, ხოლო გარეთ კი ყველა განსხვავებულს სასიკვდილოდ იმეტებს! ეს არის ცოფიანი კასტის სტაფი, რომელსაც სწყუროდა კრიტიკული და მათი შავბნელი საქმეების მამხილებელი მედიის დასჯა! ეს არის თავად სოდომურ ცოდვაში მხილებული პატრიარქის რჩეული გუნდი, რომელიც თავისი ბოროტებით სულიერი სუიციდის დამამთავრებელ და ფატალურ სტადიაშია!"

"ღმერთი ჩემთვის ცოცხალი, პიროვნული, სრულყოფილი, თბილი და მოსიყვარულე მამაა, რომელსაც არასდროს უჩნდება ბრაზი იმის გამო, რომ მისი ბავშვი ისვრის, ტირის და ითხუპნება.ღმერთი ჩემთვის აბსოლუტური თავისუფლების წყაროა, სადაც ადამიანი არ ემორჩილება აუცილებლობის კანონს და არ არის მარიონეტი, სადაც არჩევანის უფლება - ჩემი უპირველესი საბოძვარია, სადაც მშობლის მხრიდან - ურჩი და ავარა უძღები შვილის დაბრუნების მოლოდინით გამოწვეული გულაჩუყება და მონატრება უფრო დიდია, ვიდრე სამართლიანობის პრინციპებიდან დადებული მსჯავრი, სადაც სიყვარული უპირატესია - ნებისმიერ წესჩვეულებასა და იურიდიზმზე, სადაც ცოდვაზე უარს ვამბობ არა საზოგადოებრივი აზრის, არა შიშის ან მორალიზმის, არამედ უზენაესის მიერ შემოთავაზებული უმშვენიერესი ალტერნატივის გამო, სადაც ცოდვა - საკუთარი თავის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და არა ღვთის საზიანოდ, სადაც შეღწევა არასოდესაა არც ადრე და არც გვიანი, სადაც ფეხმტკივანი ძაღლის წკმუტუნი ცრემლის მომგვრელი დარდია და არა შემაწუხებელი ხმაური, სადაც დუმილი - სიტყვაზე მჭერმეტყველია და რიტორიკა - ზედმეტი, სადაც მიუტევებლობაზე შეუძლებელი არაფერია, სადაც ბედნიერება - მოყვასთან ერთად გაზიარებული სიხარულია და არა კერძო წარმატება, სადაც ცოდნა ერთ-ერთი საშუალებაა და არა მიზანი, სადაც დოგმატი - გზის მაჩვენებელია და არა პირქუში შემოსაზღვრულობა, სადაც ჯვარცმული ავაზაკის ერთი გულწრფელობა უფრო მართალია, ვიდრე პედანტი და რიგორისტი ფარისევლის ხანგრძლივი „ღვაწლი“, სადაც პეტრეს ცრემლები უფრო შეწირულია, ვიდრე მისი მხრიდან მესიის უარყოფა, სადაც იუდას უმთავრესი ტრაგედია თვითმკვლელობაა და არა მის მიერ მაცხოვრის გაცემა, სადაც მეძავი მარიამი წმინდანობამდე გარდაიქმნა და სადაც მდევნელი სავლე - მოწამე პავლედ, სადაც ბეთლემის მომცრო და ღარიბული გამოქვაბული უფრო მდიდარია, ვიდრე წარჩინებულთა ფეშენებელური სასახლე, სადაც ლოცვა - უფალთან და მოყვასთან გულისხმიერი კონტაქტის ფორმაა და არა რუტინული ზეპირმეტყველება, სადაც სიყვარული - თავგანწირვა და უანგარობაა და არა მომხმარებლური დამოკიდებულება, სადაც განმარტოვებაა და არა მარტოობა, სადაც ხორციელი იმდენად საინტერესოა, რამდენადაც ის სულიერის სამსახურში უნდა იდგეს, სადაც იკონომია უფრო წამყვანი საშუალებაა ვიდრე აკრიბია, სადაც იმედი - მუდმივი ღიმილის წყაროა და არა ამბიციების დაკმაყოფილების მომავალი... და ბოლოს: ღმერთი ჩემთვის მოალერსე დედაა, რომელსაც ბრმად ვენდობი, როცა მის კალთაზე მძინავს და ქვეცნობიერად ვიცი, რომ არცერთ შემთხვევაში არ დამანარცხებს იატაკზე... ჰო, გულით გამოცხადებული უმანკო ნდობაა მისდამი, როცა ცუდზე ვერასოდეს ფიქრობ რადგან არც კი იცი, რომ ის (უკეთურება) არსებობს ქვეყანაზე... დიახ, ჩვილი ბავშვის - დედის ძუძუზე ტკბილი ჩამოძინებაა ჩემთვის, ღმერთთან ურთიერთობის ყველაზე უფრო რწმენითი და ჭეშმარიტი ფორმატი, რომელიც იმ აკვანში რწევით გრძელდება, რომელსაც ჩვენ ეკლესიაში ზიარებას ვუწოდებთ..."

"ხელისუფლებას რაც კი რამე ბოღმა ჰქონდა მედიის მიმართ, გავეშებული მრევლის ხელებით ამოიღო!კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა სასტიკი ცემა ყველაზე მეტად ამ ბანკროტ მთავრობას ეამა! საპატრიარქო კი ქართული ISIS-ია!"

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (575)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას