logo.png

Giorgi Geguchadze

"რა საინტერესოა, იმ ათასობით ადამიანიდან, ვინც დღეს თბილისში იმყოფება, რომელიმემ თუ გაჩერდა გორში და თუნდაც გულში დანანებით თუ თქვა, რა ქვეყანას გვართმევენ რუსები. ნეტავ, გულში მაინც, თავისთვის თუ გააპროტესტა რუსული ოკუპაცია.

გარდა ამისა, ასი ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტ მოხუცს ღამის გასათევი არ აქვთ, ქუჩაში იკვებებიან, ათენ-აღამებენ და იქვე კვდებიან, ამ ყველაფერზე თუ ამოიღეს ხმა ოდესმე ამ ჯგუფებმა, ქრისტეს მიმდევრებს რომ უწოდებენ თავიანთ თავებს?

ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ,,მომავლის ღირსებას" იცავენ თუ ,,სამშობლოს დაცვის სადარაჯოზე დგანან", სახლში დაბრუნებუნები ამაყად განაცხადებენ ,,ჩემი დედა... ისეთი მოვდე ყბაში, ჩემი დედა... დავლეწე, დავუმტვრიე კამერა, ბოზიშვილი ვიყო ისეთი ვატაკე ყბაში" და ა.შ. დამერწმუნეთ, მათგან არცერთი არ არის ქრისტიანი, ქრისტიანი კი არა მათი ადამიანობის საკითხიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას!

დიახ, ვიღაცას შესაძლოა, არ მოსწონდეს პრაიდი (არც მე მომწონს) და სრული უფლება აქვს მისი გაპროტესტების, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი ფორმით ისე, რომ ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდეს თავიდან არავის! ყოველ შემთხვევაში, ქრისტეს, რომელსაც ვსასოებთ, ჩვენთვის არ უსწავლებია ცოდვილის მოსაქცევად ფიზიკური ძალის გამოყენება და თუ თავს ქრისტეს მიმდევრად თვლი, კეთილი უნდა ინებო და მის სწავლებას მიყვე.

ნებისმიერ შემთხვევაში, ძალადობა გაუმართლებელია, ვისზეც არ უნდა განხორციელდეს ის. შემქნილ სიტუაციაში პასუხისმგებლობა ეკისრება საპატრიარქოს, უპირველეს ყოვლისა, რომელმაც პირდაპირ მოუწოდა მრევლს ამისაკენ!"

"ერს მთავარი მამათმავალი მარჯვენა სანაპიროზე უზის და მას, რომელმაც დააქცია ეს ქვეყანა, ხელებს ლოშნიან და არა მხოლოდ ხელებს დღედაღამ!"

"ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მდგომარეობის გამო რეპუტაციაშელახული საპატრიარქო უკეთესს ვერ ინატრებდა ამ რეპუტაციის აღსადგენად, ვიდრე ეს პრაიდის თემა, დღევანდელი საქმე იყო.

როცა საპატრიარქოს უჭირს, მაშინვე მშველელად ევლინებათ პრაიდის თემა და ახლაც ასე მოხდა. ბრბოს თვალში საპატრიარქო ღირსების დაცვის სადარაჯოზე დგას. მიზანს მიღწეულია!

გალახეს, აგინეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, მოძალადე მღვდლები და მსგავსმა ტრანსფარანტებმა მაქსიმუმ შაბათის ეთერამდე გაძლონ, შემდეგ დასრულდება, სულ ესაა!"

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

ნანახია: (507)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას