logo.png

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

"მოწამეთას ტაძრის გარდაცვლილი ცელიბატი მღვდელი (ანუ უცოლშვილო მღვდელი, რომელიც ბერად/მონაზვნად აღკვეცილი არაა) გიორგი ბასილაძე მშობლიურ სოფ. ჭოგნარის ეკლესიის ეზოში დაკრძალვის დღეს არქიმანდრიტის ხარისხში აყვანილად გამოაცხადეს, წაიკითხეს პატრიარქის სახელით დაწერილი ყალბი ბრძანება. ამ ანტიკანონიკურ, ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენას არ ესწრებოდა გარდაცვლილი მღვდლის ეპარქიული ეპისკოპოსი (ქუთათელი კალისტრატე), სამაგიეროდ ესწრებოდა ადგილობრივი ეპარქიის ეპისკოპოსი, ტყიბულ-თერჯოლის მიტრ. გიორგი შალამბერიძე და სტუმარი მიტროპოლიტი, აწგარდაცვლილი. პატრიარქის ფალსიფიცირებული ბრძანება შეთხზეს ბასილაძის მიმდევრებმა, რომლებიც დღეს მაქარაშვილის სექტის წევრები არიან. საპატრიარქომ, რა თქმა უნდა, გაიგო ფაქტის შესახებ, მაგრამ დადუმდნენ, რომ ბასილაძე-მაქარაშვილი-სამხარაძის მრავალრიცხოვანი მიმდევრების აგრესია არ გამოეწვიათ, ხოლო მღვდელ ბასილაძის საფლავს ახლაც აწერია არქიმანდრიტი. გარდაცვალების შემდგომ ხარისხში, წოდებაში აყვანას გამორიცხავს საეკლესიო კანონიკა, ხოლო არქიმანდრიტის წოდება შეიძლება მიეცეს მონაზვნად აღკვეცილ მღვდელს, მამა გიორგი ბასილაძე კი მონაზონი (ანუ ბერი) არ იყო. ეს ფაქტი საეკლესიო ავანტურათა შორის ერთერთი უანალოგო და გამორჩეულია. ხოლო მანამდე ეს გარემოცვა გამოსცემდა ბასილაძის სახელით წიგნებს, რომლებშიც მრავლადაა ერეტიკული სწავლებები, რომელზედაც საპატრიარქო დუმს, რითაც მოიწამლა და ცდუნდა მრავალი მორწუნე. არადა, არაერთი სასულიერო პირი აპროტესტებდა ბასილაძის ცრუსწავლებებს (მათ შორის წმინდანების ბუნებითი ღმერთობის გაუგონარი ერესი და მკრეხელობა), მაგრამ საპატრიარქო, პატრიარქი და სინოდი დღემდე ჩუმად არიან და ამ სიჩუმით კარგად ვლინდება, რომ დღეს საქართველოს ეკლესიაში მართლმადიდებლური დოგმატიკა დარღვეული და წაბილწულია."

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ნანახია: (539)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას