logo.png

Zurab Guruli

 

"ახალბედა ექიმებმა იციან, შეუკვეთავენ ათასნაირ კვლევას და მერე არ იციან რა უყონ მიღებულ შედეგებს, როგორ გამოიყენონ. რაც უფრო ბევრი ტესტის პასუხია ცნობილი, მით მეტია შანსი, რომელიღაც მონაცემის ციფრი ნორმიდან გადაცდენილი იყოს; დიდი ალბათობით დროებით და უწყინრად; თანაც ის ციფრი, რომელსაც დაავადების სიმპტომებთან არავითარი კავშირი არა აქვს და მერე იწყება დიდი მარჩიელობა და ფორიაქი.

ზუსტად იგივე სიტუაციაა ამჟამად ქართულ პოლიტიკაში. გაცხარებული მსჯელობენ ყოფილი პრემიერის ახალ პოლიტიკურ როლზე.

რას ცვლის ნაპრემიერალის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში საქართველოსთვის?

არაფერს! სრულიად არაფერს. რა მნიშვნელობა აქვს იმას, „ოცნების“ ანასხლეტად დარჩება, თუ დამოუკიდებელ მოთამაშედ?

საქართველოში პროდასავლურობა ნიშნავს მხოლოდ დასავლეთელი პოლიტიკოსების მხარდაჭერას. დასავლეთელები კი იმას დაუჭერენ მხარს, ვისაც მეტნაკლები სტაბილურობის გარანტიის შექმნა შეუძლია დიდი მოთამაშეებისათვის. ასეთი გარანტორი საქართველოს ამჟამად ჰყავს. მან ძალიან ზუსტად და დროულად გააკეთა დასავლეთისათვის ყველაზე ეფექტური განცხადება: - საქართველო არ იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოების მიზეზი!- . ეს დოქტრინა ძალიან მომხიბლავია ამჟამინდელ მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე. ევროკავშირსა და ამერიკას სრულიად აკმაყოფილებს საქართველოს არსებული პოლიტიკური სტატუსი. მარადიულ განვითარებაში მყოფი ფსევდო-დემოკრატია. ეს სტატუსი სრულიად უზრუნველყოფს დასავლურ ეკონომიკურ და სამხედრო ალიანსებში გაერთიანებაზე ზრდილობიანი უარის საფუძველს; ამავე დროს სრულიად აქარწყლებს ყველანაირ ილუზიას თავცხელი ქართველებისათვის, რომ რუსეთთან დაპირისპირების შემთხვევაში მათ ვინმე არსებითად დაუჭერს მხარს.

ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ უკვე დაკარგა ყველაზე მომხიბლავი უპირატესობა, პროდასავლურობის ექსკლუზივი. ერთადერთი, რაც მას დარჩა გასაჯიბრებლად, უდავო ეკონომიკური აღმავლობის შეხსენებაა ამომრჩევლებისათვის. თუმცა, „ოცნება“ წარმატებით ახერხებს ეკონომიკურ „ტივტივს“ და მოსახლეობის „საკონტროლო პაკეტს“ უნარჩუნებს ზუსტად იმდენ შემოსავალს, რომ მათ რევოლუციური განწყობა არ შეექმნათ და თავზე ხელი არ აიღონ. ევროკავშირმა აშკარად დაინახა ამ „თავზეხელისაღების“ რისკები, ამიტომ დროული ჩარევით ეფექტურად მოახერხა სიტუაციის განეიტრალება და ფსევდო-დემოკრატიული ტივტივის გაგრძელება.

რა შეიძლება მოხდეს ამჟამინდელ, მკვეთრად ორპოლუსიან ქართულ პოლიტიკაში, რაც არსებითად შეცვლის სიტუაციას? არაფერი, სრულიად არაფერი! ორივე პოლუსი ძალიან ძლიერია და წარმატებით აბალანსებს ერთმანეთს."

წერს ზურაბ გურული.

ნანახია: (508)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას