logo.png

გერმანიაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი, დეკანოზი თამაზ ლომიძე ფეისბუქის საშუალებით მედიას მიმართავს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

"ახლობელი მეუბნებოდა საქართველოს ერთ-ერთი ხელისუფლების საქმიანობაზე: კი, რაღაც-რაღაც უსამართლობები, დანაშაული და ხშირად კანონის გვერდის ავლაც ჩაიდინეს, მაგრამ, რა ვქნათ ძმაო, ექსტრემალურ ვითარებაში გვიწევს საქართველოში ცხოვრება და კეთილი მიზნისთვის, ხანდახან უკანონობის და ვირეშმაკობის ჩადენაზეც უნდა დათანხმდეო. მედია საშუალებებო, ტელევიზიებო და ჟურნალისტებო, იქნებ თქვენც წახვიდეთ ასეთ “სასარგებლო დარღვევებზე” და მედია საშუალებებო საჯარო ეთერში და ნუ ალაპარაკებთ ნურავის, ვინც შემჩნეულია: დემაგოგიაში, ძალადობაში, ფანატიზმში, ექტრემიზმში, უზრდელობაში, დეზინფორმაციასა და ტყუილებში, პოპულიზმში, ურა-პატრიოტიზმში, რელიგიურ სიძულვილში და ა.შ. რა აუცილებელია ასეთებს ღია ეთერის და პროპაგანდის შანსი მისცეთ?! რატომ უნდა დაეხმაროთ მავნებლობას?! დღეს მართლაც ექსტრემალური ვითარებაა, ყოველდღიურად წყდება ქვეყნის მომავალი და პროგრესულმა მედიამ მაინც ჩაუკეტეთ ეს საშუალება თავისუფლების და განვითარების მტრებს.”

ნანახია: (523)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას