logo.png

Hieromonk Andria Saria

 

"ნინოწმინდის პანსიონსა და მეუფე სპირიდონს იცავს საპატრიარქო, მღვდელმთავრები, სამღვდელოება და უშუალოდ პატრიარქი. ვინმეს თუ გონია, რომ ანდრია ჯაღმაიძე გააკეთებს განცხადებას დამოუკიდებლად და ჰაერში, ძალიან ცდება; მან თქვა: ,,როგორც ჩანს სახალხო დამცველს არ ეყო ავტორიტეტი იქ შეეშვათ... წვრილმანები არ ვიცი'', როგორც შევიტყვეთ ძიება გაუპატიურების მუხლით არის აღძრული და საპატრიარქო გვიმტკიცებდა ყველაფერი კარგად არისო, რაღაც წვრილმანები ჩვენ არც გვაინტერესებსო. მიზანმიმართული სიცრუე, გულგრილობა ბავშვების მიმართ და კრიტიკოსების ,,ეკლესიის მტრად'' გამოცხადება პატრიარქის შტაბს არ უჭირს. ვისაც სჯერა რომ : მეუფე იაკობი, სერაფიმე, სპირიდონი, სტეფანე, ნიკოლოზი, შიო და ა.შ. პატრიარქისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ ან იდიოტია ან შეგნებულად იტყუებს თავს. ერთი რამ ცალსახაა, როდესაც დასჭირდება ვინმეს გაწირვა, უპირობოდ საკუთარ თავზე მიაწერინებს ადმინისტრაცია დანაშაულს ამა თუ იმ პირს და გაწირვაც არ გაუჭირდებათ. მეუფე სპირიდონთან ერთად პატრიარქიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას( ასევე სინოდის წევრები). ვინც უყურებს ამ ყველაფერს და არ ემიჯნება, ისიც დამნაშავეა! დღეს ვერ ხერხდება ბავშვებთან დალაპარაკება, მაგრამ როდესაც სპეციალისტები გამოარკვევენ რა მეთოდებით ხდება ბავშვების დასჯა და კონფლიქტის ჩაცხრობა, მერე სად მიდიხართ? თეორიულად მაინც რომ უნდა იცოდეთ, იმ სახარებაში წერია: არ არის დაფარული, რომელიც არ განცხადდება! გრცხვენოდეთ და გეშინოდეთ!"

წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

ნანახია: (723)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას