logo.png

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

"ჩვენი ქვეყნის სადღეისო ვითარება 1970-იანი წლების ირანის მდგომარეობას წააგავს. მოსკოვი ცდილობს საქართველოში ფუნდამენტალისტური და ფსევდორელიგიური ძალების დახმარებით (ინაშვილი-თარხანმოურავის, ჩაჩუა-ფალავანდიშვილის, ვასაძის, მარშის…) საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას, ამ ყველაფერს კულისებიდან ქართული ოცნების და საბჭოთა საპატრიარქოს ორკესტრირებული მოქმედებები ხელს უწყობს და ახალისებს. ქვეყანაში, ისე როგორც არასდროს ბოლო 30 წლის მანძილზე, გაძლიერდნენ პრორუსული ძალები და მედიასაშუალებები.

საქართველოს მდგომარეობა საბედისწეროა, არაა შორს ბელორუსული-ირანული-ჩრდილოკორეული პერსპექტივა, რაც კრემლმა ჩაიფიქრა და გაწერა ჩვენი ქვეყნისათვისაც. ოღონდ, თუ ბელორუსში ერთი კაცის ავტორიტარიზმია და ჩრდ. კორეა ათეისტური დიქტატურაა, საქართველოსთვის ირანული რელიგიურ-ფუნდამენტალისტური დიქტატურის მსგავსი მოდელია შერჩეული, საამისოდ ჩვენი ხალხის დიდი ნაწილის გულუბრყვილობა, ფსევდორელიგიური ფუნდამენტალიზმი და ფანატიზმი, დაბალი ინტელექტი და გაუნათლებლობა ამ ყველაფერს ხელს უწყობს, ხელს უწყობს ასევე ოპოზიციის მეტნაკლები დისკრედიტირებულობა და დაქსასულობა. ტრაგიკულად საბედისწერო და საშიში მდგომარეობაა.

ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი, პროდასავლური, ანტიკრემლისტური მედიის სწორი, უშეცდომო საქმიანობა მოსახლეობის გამოფხიზლების და აზროვნების გაჯანსაღების საქმეში, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო საბოლოოდ არ გადაიქცეს მწერლისეული არქიფო სეთურის სამფლობელოს რეალურ განსხეულებად დედამიწაზე."

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ნანახია: (571)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას