logo.png

George Tiginashvili

 

"ყველაზე მთავარი პრობლემა მდგომარეობს კონფორმიზმში!

ჩვენ გვყავს ეპისკოპატი, რომელიც მხოლოოდენ მიწიერ საზრუნავებზე, მატერიალურ სარგოსა და სტატუსის შენარჩუნებაზე ზრუნავს ყველა გზით და ყველაფრის ფასად!

ჩვენ გვყავს სამღვდელოება, რომელიც ხიბლის, შიშის, ფინანსური შემოსავლის, უპრინციპობის, ურწმუნოებისა თუ უკეთურების გამო საჯაროდ ვერ და არ აპროტესტებს სისტემურ მოცემულობას, ბიუროკრატიას, ანტისახარებისეულ რეჟიმს, მღვდელმთავართა უზნეობასა და უკანონო ქმედებებს!

ჩვენ გვყავს ისეთი ბერ-მონაზვნობა, რომელიც თავადვე ყაბულსაა იყოს 21-ე საუკუნის მონა, მენტალურად ციხის ზონის მოძველბიჭო პატიმარი, ჩვეულებრივ კი სამონასტრო გეტოსა და საკონცენტრაციო ბანაკის მკვიდრი, რომელიც კომპლექსებსა და ფსიქიკურ წნეხს ვერ უმკლავდება და სოციოპათიურ აშლილობასა თუ მორალურ კრიზისს განიცდის!

ჩვენ გვყავს ზომბირებული, აგრესიული და ინფანტილური მრევლი, რომელსაც არ ჰყოფნის ინტელექტუალური და ერუდიციული რესურსი, სამოქალაქო მსოფლშეგნება და ქრისტოცენტრული მოწიფულობა, იმისათვის რომ საეკლესიო ცხოვრებაში საკუთარი როლი, დანიშნულება და უფლებები გაიაზროს, კეთილად წარმართოს, "მოძღვათა ზედა" ერთგვარი მონიტორინგი განახორციელოს და კვალიფიციურად განსაჯოს სასულიერო პირთა ქმედებანი!

ჩვენ გვყავს მუდმივად დელეგიტიმირებული საერო ხელისუფლება, რომელსაც ყოველთვის უწევს ლოიალური, მაამებლური და მერკანტილური ფლირტი იდეოლოგიზებულ საპატრიარქოსთან, როგორც სუვერენთან და დივიდენდების წყაროსთან, რომელსაც თავადვე რყვნის და დისფუნქციურ კომაში აგდებს სულიერი თვალსაზრისით!

ჩვენ გვყავს პოპულისტი და რუსოფილი ინტელიგენცია, რომლის რეტროგრადულ იდეებსა და საბჭოურ ჰიპოტეზებსაც სასათბურე პირობები აქვთ სწორედ კვაზიეკლესიურ წიაღში!

ჩვენ გვყავს სავსებით გასაგებ მიზეზთა გამო ნიჰილიზმსა და სკეპტიციზმში ჩავარდნილი ახალგაზრდობა, რომელსაც საპატრიარქოს დეჰუმანური, კრიმინალური და ფაშისტური პოლიტიკის შემხედვარე ბუნებრივი გაუცხოვება, კოლიზია და უნდობლობა აქვს ეკლესიის, როგორც ცნებისადმი!

ყველაფრის მიზეზი კი არის ის, რომ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები აკეთებენ არჩევანს ღვთის სიყვარულის, პროფესიული პატიოსნების, მოწოდებისა და ღირსების სასარგებლოდ!.."

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (550)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას