logo.png

ბალდის მონასტრის მრევლი 

"ვინაიდან, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, ხვალ, 10 მაისს, მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ დაანონსებულ ე.წ. პრეს-კონფერენციაზე, მას არ აღმოაჩნდება ქრისტიანული სულისკვეთება და არც ვაჟკაცობა, ჭყონდიდის ეპარქიასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ პრობლემებს გასცეს ღირსეული და გულწრფელი პასუხი... და იქნება მორიგი მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა, რაც არაერთგზის გვიხილავს მისგან, ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლით, რომ პრეს-კონფერენციის დამთავრებისთანავე, სავარაუდოდ, 15 საათზე, მარტვილის წმ. გიორგი ჭყონდიდელის ტაძარში შევხვდეთ და გავესაუბროთ დაინტერესებულ მასმედიის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. 

გილოცავთ კვირაცხოვლობას!

ქრისტე აღდგა!"

განცხადებას ავრცელებს არქიმანდრიტი ათინოგენე (მდივანი) და ბალდის მონასტრის საძმო.

ნანახია: (876)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას