logo.png

Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე

 

"მეორე მსოფლიო ომი იყო ყველაზე მზაკვრული ომი, რომლის შედეგად დადგა ყველაზე უსამართლო გეოპოლიტიკური წესრიგი კაცობრიობის ისტორიაში.

უამრავი ერი აღმოჩნდა მონობაში და საკუთარი სახელმწიფოს გარეშე.

ჩემდა სამწუხაროდ ახალი გლობალური წესრიგის გააზრება უჭირთ ჩემს ლიბერალ ფრენდებსაც კი, არათუ მემარჯვენე კონსერვატორებს.

ლიბერალურ და კონსერვატიულ ხედვებს შორის უფსკნულია.

ამიტომ ლიბერალური პოლიტიკის შედეგად შეცვლილი გეოპოლიტიკის შეფასებაში მარტო ვარ. რაც არ არის კარგი.

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა ობამას მიერ 2010 წელს ახალი მრავალპოლარული წესრიგის გაცხადების და ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის კონცეფციის გაცხადების შემდეგ 2011 წელს, არის ბრექსიტი.

სრული უმეტესობა ამ მოვლენას ცალსახად უარყოფითად აფასებს.

არადა ევროსკეპტიკოს კონსერვატორებს პირიქით უნდა უხაროდეთ მათივე თქმით "ბიუროკრატიულ ევროპას" რომ მოშორდა ლონდონი და დამოუკიდებლობა მოინდომა.

ოღონდ ეს ამბავი ცალსახად დადებითია და

სრულად იცვლება გეოპოლიტიკური ლანდშაფტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამყარდა.

ბრექსიტმა გააჩინა ბრიტანული იმპერიის დაშლის საფრთხეც.

ოღონდ რა?

ბრიტანეთის იმპერია ისედაც მხოლოდ ფორმალურად არის იმპერია.

ავსტრალიამ რამდენჯერმე ჩაატარა რეფერენდუმი გასვლაზე და რა რო?

ჰოდა რომც დაიშალოს ბრიტანული იმპერია, ლონდონი მაინც დარჩება არამარტო ყოფილი იმპერიის, არამედ კონტინენტის გეოპოლიტიკური ცენტრი.

ლონდონი არის ფიგურა მეფე გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე.

ლონდონის გასვლა ევროკავშირიდან არის მოსკოვის იმპერიის გარდაუვალი სიკვდილის წინაპირობა.

ძალიან შეცდა მოსკოვი ევროკავშირის ერთობის დარღვევას რომ უწყობდა ხელს თავადაც და მისი რეზიდენტი ტრამპიც.

ამ ვარიანტში კონსერვატიულმა სიხარბემ თვითგამანადგურებელი დარტყმა მიიღო.

საქმე კი იმაშია რომ რუსეთის ფედერაციის გეოპოლიტიკურ არსებობას უზრუნველყოფდა ძველი, ხუთსაუკუნოვანი გეოპოლიტიკური წესრიგი, რომელიც სსრკ-ს მერეც შენარჩუნდა და ერქვა

ევროკავშირი და რუსეთი კონტინენტური წესრიგი.

ანუ ევროპა ბოლო ხუთი საუკუნე აზიასთან ვაჭრობდა მოსკოვის გავლით, რუსეთი ითვლებოდა "ევრაზიის ღერძი".

სწორედ ამიტომ იარსება ამ იმპერიამ ამდენი ხანი.

ანუ ერთიანი ევროკავშირი და რუსეთი კონტინენტის გარანტები იყვნენ.

ეს წესრიგი მკვეთრად შეცვალა ბრექსიტმა.

ევროკავშირის ტრანსფორმაცია გარდაუვლად არღვევს გეოპოლიტიკურ წონასწორობას და ამით რუსეთის ტრანსფორმაცია ხდება გარდაუვალი.

სასწორის პრინციპია.

ბრიტანული იმპერიული მოდელის ჩამოშლა კი სულაც მოსკოვის კატასტროფა იქნება.

იმიტომ რომ მოსკოვის იმპერია ბრიტანულ მოდელზე არის მიბმული ბოლო ხუთი საუკუნე.

გარდა ამისა ლონდონის დამოუკიდებლობა ევროპისგან გზას უხსნის კონტინენტის სხვა გეოპოლიტიკურ ცენტრებს.

ანუ მრავალპოლარული კონცეფციის რეალიზება ხდება.

ჰოდა ახალი ცენტრები არის საქართველო და ევროპის ახალი ცენტრი უკრაინა.

დღეს ეს ორი პაიკი ქვეყანა ხვალ უნდა გარდაიქმნას "ფიგურა" ლიდერ ქვეყნებად.

მოსკოვის ოლიგარქმა ბიძინამ ამიტომაც თქვა:

საქართველო გეოპოლიტიკური მოთამაშე ვერ იქნება, პატარა სოფელი ვართო.

ერთ წელიწადში სწორედ ახალმა გეოპოლიტიკურმა წესრიგმა აიძულა პრემიერის თანამდებობიდან გადადგომა და კულისებში დამალვა.

დღეს ტრამპის მერე, მოსკოვს აღარავინ არაფერს ეკითხება.

უკრაინა გახდება ფიგურა " ეტლი", ევროპის ჰორიზონტალის და ვერტიკალის მაკონტროლებელი.

საქართველო კი ფიგურა დედოფალი, იგივე "ლაზი ერი".

სავაჭრო გზების ყველა მიმართულებების კონტროლით. ევრაზიული კონტინენტის ვერტიკალი, ჰორიზონტალი და დიაგონალები ორივე მიმართულებით.

ეს გეოპოლიტიკური წყობა იყო დავითის დროს და მაშინ საქართველო და კიევი იყვნენ ძლიერი ქვეყნები.

ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ქართული პოლიტიკური კლასი და საექსპერტო დარგი ლიბერალურ გეოპოლიტიკურ რეალობას არ აღიქვამს და არ ცნობს. ეს არის მიზანმიმართული 30 წლიანი ანტილიბერალური პოლიტიკა.

ამ სიცარიელეში ადგილი უკავიათ ძველი გეოპოლიტიკური წესრიგის მიმდევრებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მერე დამყარდა და დუგინის გეოპოლიტიკურ ბოდვებს.

ჰოდა აგერ დუგინის მოწაფე ანტილიბერალი რაინდი მოსკოვის მიმართ ვასალური ფსევდოეროვნული იდეოლოგიით პოლიტიკაში მოგვევლინა და პასუხის გამცემი ოპონენტი პოლიტიკურ ველზე უბრალოდ არავინ ჰყავს.

ლიბერალური გლობალიზაციის გეოპოლიტიკურ წესრიგში საკვანძო როლი გვენიჭება, ოღონდ ეს როლი და ფუნქცია რომ შევასრულოთ ლიბერალური წესრიგი უნდა გვქონდეს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკით და მაღალი სტანდარტების დემოკრატიული ინსტიტუტებით.

სწორედ ეკონომიკას ოლიგარქიული კლასი კბილებით არის ჩაბღაუაჭებული და ყველა პოლიტიკური ბლა ბლა ოლიგარქიული სისტემის შენარჩუნებაზე არის მომართული.

ეკონომიკის გათავისუფლების ყველა მცდელობა ოლიგარქიული კლასის რევანშით დასრულდა, ზვიადის დამხობიდან დაწყებული.

წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ლიბერალური, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა რომ ვერ ან არ შეინარჩუნეს და რეალურად დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოები რომ არ გვაქვს.

შედეგად მეოცნებე ოლიგარქიამ მიიღო საოცნებო და სანატრელი კონსერვატიული მართვის მოდელი.

ამიტომაც შიდა პოლიტიკაში გვაქვს სრული პოლიტიკური ბალაგანი, კონსერვატიული ხელისუფლების და ასევე კონსერვატიული ოპოზიციის შესრულებით.

ოღონდ სწორედ არსებულ პოლიტიკურ კლასს გეოპოლიტიკურად, ანუ პარტნიორი ქვეყნების ზეწოლით ევალებათ ლიბერალური რეფორმების ჩატარება და ეკონომიკის გათავისუფლება, რაც არის ნატოს წევრობის გარანტია.

შედეგად ვიქნებით კონკურენტუნარიანი, წარმატებული, მდიდარი მოქალაქეების "ფიგურა" სახელმწიფო.

ვითარცა ფენიქსი ფერფლიდან.

ჯერჯერობით ძალაუფლება, ფული და მედია ტრიბუნა სრულად უკავია კონსერვატიულ კლასს, ოღონდ არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობაში როგორ და რისი იმედით აპირებს ოლიგარქიული კლასი თავისი ბატონობის შენარჩუნებას არ ვიცი.

მოკლედ ძალიან დიდი ცვლილებების მომსწრე თაობა ვართ."

წერს თეიმურაზ ზაქრაძე.

ნანახია: (651)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას