logo.png

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

აღდგომა

"სხეული ჩვენი შემდგომად აღდგომისა შეიქმნება სულიერი, ჰაეროვანი, მსუბუქი და უკვდავი. მაცხოვარსა შემდგომად აღდგომისა ჰქონდა იგივე სახე ხორციელი, იგინივე ასონი, მისს საღმრთო ხორცზედ იხედებოდნენ სახე სამსჭვალთა, ეკლის გვირგვინისა. თომამ თითითა თვისითა განიხილა ხელნი მისნი, ფერხნი და გვერდნი. გარნა ამასთანავე მისი სხეული სულ სხვანაირი იყო, სიმძიმე ანუ ხენეშობა, ანუ რაიმე სოფლიური განხრწნადი მასალა არა ჰქონდა. ჩვენი ხორციც, ძმანო ჩემნო, შეიქმნება ეგრეცა უხრწნელი, ჰაეროვანი, არა ქვეშევრდომი სივრცისა, ანუ ჟამისა, იმასაც კედელი ვეღარ დააკავებს, ზეცას ამაღლდება. თუცმა სახე და შედგენილობა ექმნება იგივე."

 

"ხშირად დაფიქრდება, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, კაცი ღვთისმოყვარე და სულის ცხონების მოშურნე და მომლოდინე, და გამოიკითხავს, რა მდგომარეობაში ვიქმნებით ჩვენ მომავალსა საუკუნესა შინა, რანაირი ცხოვრება იქმნება საიქიოსა. არც უადგილო არის ამისთანა კითხვა და ფიქრი. დიაღ ღირს, რომ გამოვიკვლიოთ, რა სახით იქმნება ჩვენი არსებობა და ცხოვრება იმ ქვეყანაში. იესო ქრისტეს აღდგომა მკვდრეთით გვაჩვენებს, რა მდგომარეობაში ვიქმნებით, რომლითა სახითა ვიცხოვრებთ ჩვენ შემდგომად აღდგომისა. და ესრედ, პირველად სიკვდილი, ანუ გარდაცვალება გაათავებს, ანუ მოსპობს მხოლოდ აქაურსა, სოფლიურსა ჩვენსა მოქმედობასა, ხორციელსა ცხოვრებასა."

 

"მშვენივრად იტყვის, ძმანო, მაზედ წმიდა მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლესა შინა თვისსა. ერთხელ მას ესმა, რომ ახალ გაქრისტიანებულთა შორის კორინთელთა გამოჩნდენ რომელნიმე უგუნურნი პირნი და ამტკიცებდენ, რომ არ იქნება აღდგომა მკვდართაო. ეწყინა ეს ხმა წმიდასა მოციქულსა და ჰკითხავს მათ ეპისტოლესა შინა: როგორ იტყვიან ზოგიერნთი თქვენთაგანნი, რომ აღდგომა მკვდართა არ იქნება? რაღა არის ჩვენი შრომა, თუ აღდგომა არ იქნება; რაღა არის მაშინ მოთმინება და ყოველი სხვა ღვაწლი, თუ აღდგომა მკვდართა არ იქმნება? ამაო არს ჩვენი სარწმუნოება, და ჩვენზე უსაწყლესი კაცი არ იქმნება ქვეყანაზედაო. მისთვის, რომელ ამ სოფელში ჩვენ გვაქვს ნუგეში და ბედნირებაო; ყოველ დღე ვითმენთ დევნასა და ტანჯვასა წარმართთაგან, ყოველ დღე სიკვდილი გვექადება და, უკეთუ აღდგომა მკვდართა არ იქმნება, გვირჩევნია ვჭამოთ, და ვსვათ, და განვისვენოთ. რაიმე სარგებელ არს ჩემდა, უკეთუ მკვდარნი არ აღსდგებიან? ვსჭამოთ და ვსვათ, რამეთუ ხვალე მოვკვდებით."

 

 

ნანახია: (684)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას