logo.png

 

Hieromonk Andria Saria

 

"ბრწყინვალე შვიდეულის დღეს რაც ხდება გარეჯში ეს არის ძალიან მტკივნეული. სააღდგომო ეპისტოლის შემდეგ ეს არის პირველი ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების მისამართით. შეიძლება მათი საქმიანობა არ მოგვწონდეს, ვბრაზდებოდეთ და ვაპროტესტებდეთ, მაგრამ სასულიერო პირმა ფიზიკური ძალა გამოიყენოს და გინებას მიმართოს ეს არის ყოვლად მიუღებელი. ეკლესია სწორედ იმ წმინდანებით ამაყობს, რომლებიც დევნეს, გვემეს და აწამეს. დღეს კი ისეთი სასულიერო პირებით გვიწევს ,,სიამაყე'' რომლებიც იგინებიან, იმუქრებიან და საზოგადოების ნაწილს აყენებენ შეურაცხყოფას. სამწუხაროდ, სასულიერო პირთა ნაწილს უკუღმა ესმის ქრისტიანობა, იმედი მაქვს რომ დასრულდება სიძულვილის ენით ქადაგება და ქრისტიანულ სინანულს მიეცემიან. დღეს, სახელმწიფოს წაქეზებით შეიძლება ძალა ქონდეთ და ამდენს ბედავდნენ, მაგრამ ხვალ შეიძლება ისე დასუსტდეს ეკლესია სოროდან გამოსასვლელი ადგილი არ ჰქონდეს და ძველი ქრისტიანების მსგავსად კატაკომბებში მოგვიწიოს ცხოვრება. თავის გამართლების საშუალებაც არ გვექნება, რადგან ძალადობის წამხალისებლები ძველი ქრისტიანების მაგალითს ვეღარ მოვიხმობთ, სწორედ ჩვენი თანამედროვე სასულიერო პირთა ქმედება იქნება მამხილებელი. ძალიან საყურადღებოა ერთი რამ: სასულიერო პირისგან თავდასხმამ, შეიძლება სხვა ადამიანების მიმართ გამოიწვიოს დაშვება იმისა, რომ თურმე შესაძლებელია იქეთაც გაუსწორდნენ მოძალადე სასულიერო პირს! დავფიქრდეთ, ცეცხლს ვეთამაშებით! გილოცავთ, ბრწყინვალე აღდგომის მწუხარე სამშაბათს... ღმერთმა დალოცოს ჩვენი მსმელი მამები და გამოასწოროს ეს სამწუხარო მდგომარეობა რაც შეიძლება მალე! გარეჯის მონასტერი უშუალოდ პატრიარქის მმართველობაშია, ის ითვლება მათ ეპისკოპოსად!"

წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

ნანახია: (522)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას