კორონავირუსის საფრთხე და დამამშვიდებელი სტატისტიკა
იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები შიშით შეჰყურებენ ახალ ვირუსს, სახელწოდებით COVID-2019 და აშინებთ გარდაცვლილთა დიდი რაოდენობა, ამასთანავე - ერიდებიან ქუჩაში სიარულს და იტაცებენ მაღაზიებიდან სურსათს და აფთიაქებიდან - ნიღბებს, საიტზე https://censoru.net/ გამოქვეყნდა წარმოშობილი მითების უარმყოფელი წერილი,სადაც სათითაოდ არის განხილული თითოეული დებულება:
სინამდვილეში სამედიცინო ნიღაბი არ იცავს ადამიანს ვირუსისაგან - მას არ შეუძლია ვირუსის სრულად ბლოკირება. თუ მაინცდამაინც, ასეთი ნიღბები უნდა ატარონ დაავადებულებმა, რათა ხველისა და ცემინების დროს არ გადასდონ ვირუსი გარშემომყოფთ;
არ არსებობს იმის მადასტურებელი ფაქტი, რომ შინაურ ცხოველებს შეჰყროდეთ კორონავირუსი ან ყოფილიყვნენ ადამიანზე მისი გადამტანი;
სინამდვილეში ბავშვებს შეიძლება შეეყაროთ ვირუსი, თუმცა უფრო იშვიათად, ვიდრე მოზრდილებს. ჩინეთის ხუბეის რეგიონში 44 ათასი შემთხვევიდან 19 წლამდე ასაკისებზე მოდიოდა სულ 2,2%. ხშირად ავადმყოფობა მიდიოდა უსიმპტომოდ და ზოგჯერ არც რეგისტრირდებოდა;
მთლად ასეც არ არის. უბრალოდ, მხცოვანთ დასუსტებული აქვთ იმუნიტეტი და ამიტომაც ლეტალობის ხარისხი უფრო მაღალია;
სრულიადაც არა. მხოლოდ დასნებოვნებულების 2-3% იღუპება. გადარჩენის შანსია 98% შემთხვევაში. სიკვდილიანობა ებოლას ვირუსისაგან უფრო მაღალია;
არავითარი რისკი არ არის ჩინეთიდან ამანათების მიღებაში. ვირუსი ზედაპირზე ძლებს 9 დღემდე, სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად მას სჭირდება გარკვეული ტემპერატურა, ულტრაიისფერი გამოსხივების არარსებობა და ტენიანობა. ვრცელდება მხოლოდ ნერწყვის წვეთებით ჰაერში;
არ არსებობს ასეთი მონაცემები. თანაც COVID-2019 ძალიან ჰგავს წინა ორ კორონავირუსს - Sars-ს და Mers-ს. ისინი ადამიანებზე გადავიდნენ ცხოველებიდან: Mers-ი აქლემებიდან მამაკაცებზე, ხოლო Sars-ი - ღამურებიდან წვრილფეხა ღამის ძუძუმწოვრებზე და იქიდან - ადამიანზე;
არც ეს შეესაბამება სიმართლეს - ვირუსები და ბაქტერიები ინფექციის ორი სხვადასხვა სახეა. ანტიბიოტიკები ებრძვიან ბაქტერიულ დაავადებებს, ვირუსებისთვის გამოიყენება ვირუსების საწინააღმდეგო პრეპარატები.
ნანახია: (1913)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას