logo.png

ლელა ჯეჯელავა

ეკლესიამ ღია ომი გამოუცხადა სეკულარული სახელმწიფოს იდეას

გარეჯში დღეს მომხდარი ინციდენტი ("მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე და ივერი მელაშვილზე თავდასხმა. რედ)  ცხდყოფს, რომ ეკლესიამ ღია ომი გამოუცხადა სეკულარული სახელმწიფოს იდეას და სამწუხაროდ  მისი მოკავშირე  ამ ომში ლეგიტიმაცია დაკარგული „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა.  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციამ მტრად  შერაცხა ყველა, ვინც  უპირობოდ არ იღებს  სეკულარული სახელმწიფოს  არაფორმალური თეოკრატიზაციის პროცესს.  აცხადებს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა.

მისი თქმით, ეკლესია ხშირ შემთხვევაში თავს  კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს და დემონსტრატიულად არღვევს  კანონებს და რეგულაციებს.

„ეკლესია მოქმედებს პრინციპით: „ის რაც არ ეპატიება ხარს,  ეპატიება იუპიტერს“ ხშირ შემთხვევაში ის თავს   კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს და დემონსტრატიულად არღვევს  კანონებს და რეგულაციებს, რომლებიც  ვრცელდება  ამ სახელმწიფოს ყველა მოქალაქეზე“, - აცხადებს ლელა ჯეჯელავა.  

მისი განმარტებით, ძალადობას სასულიერო პირების მხრიდან შეუძლებელია ახსნა მოეძბნოს.

„ვერც უნივერსალურ ქრისტიანული ღირებულებებიდან, ვერც მართლმადიდებლური დოგმატიკიდან ახსნას ვერ ეძებნება სასულიერო პირების მხრიდან  საკუთარ თანამოქალაქეებზე  განხორციელებულ  ფიზიკურ ძალადობას  და ამბიონებიდან მაღალ იერარქების მხრიდან  ამის წახალისებას.   პროცესები იმაზე სახიფათო ფაზაში შედის, ვიდრე   შეიძლება ზოგს წარმოუდგენია.     ეკლესია მონაწილეობს საზოგადოების  პოლარიზების და  და ურთიერთდაპირისპირების პროცესში,  რაც გაცილებით უფრო საშიშია ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური  დაპირისპირება“, - აცხადებს ჯეჯელავა და დასძენს, - „ჩვენ წინ კიდევ არაერთი „სიურპრიზი გველოდება“, ხდება სრული ლუსტრაცია  ერთერთი ყველაზე ძლიერი რელიგიური და პოლიტიკური  ინსტიტუციისა. საზოგადოება ამისათვის მზად უნდა იყოს. 

ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებბას საპარიარქოსთან ამჟამიდელი ურთიერთობის გამო საკმაოდ დიდი ფასის გადახდა მოუწევს.

„რაც შეეხება  მინიმალური პოლიტიკური ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლებას,  მას კი  ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს  იმ   ფლირტისათვის, რომელიც  ახლა   საპატრიარქოსთან აქვს.   კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა,  საზოგადოების აქტიურმა წევრებმა და  იმ პოლიტიკოსებმა, რომელებიც  ამ ქვეყნის ადგილს ცივილიზებულ სამყაროში   ხედავენ, უნდა იცოდნენ. რომ    მარჯვენა ლოყას არვინ მიუშვერთ, საკმაოდ ბრუტალური  მეთოდებით  დაუბრუნებენ ხურდას ყველას, ვინც  ამ  საბჭოთა მატრიციდან ქვეყნის  გათავისუფლებას შეეცდება“, - აცხადებს ჯეჯელავა.

შეგახსნებთ, რომ დღეს დავით გარეჯის ტრერიტორიაზე თავს დაესხნენ „მთავარი არის“ გადამღებ ჯგუიფს და ივერი მელაშვილს. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.

ნანახია: (814)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას