logo.png

 

Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე

 

"ვისაც გგონიათ რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესის და ასეთი პარლამენტის "რეჟისორი" არის მოსკოვი ამ პოსტს ნუ წაიკითხავთ. 

როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი ლიბერალურმა ტალღამ მოაღწია ქართულ პოლიტიკამდეც.

ასე რომ პარტიებს უწევთ ლიბერალური წესებით თამაში, რაც მოსკოვის და ხაზგასმით კონსერვატიული პოლიტიკის უპირობო მარცხია.

უპირველესად მომწონს კონსერვატორი პოლიტიკოსების იმიჯი სერიოზულად რომ შეირყა და საზოგადოება ბევრად კრიტიკული რომ გახდით მათ მიმართ.

ეს კარგია, ასეც უნდა იყოს.

პოლიტიკოსები და მთავრობები ხშირად უნდა იცვლებოდნენ ძალაუფლებაში ფესვების გადგმა რომ ვერ მოასწრონ. ოღონდ ჩვენთან სწორედ ღრმა ფესვები აქვთ გადგმული პოლიტიკაში და ამიტომაც ვართ ქვეყანა ცუდ დღეში.

ჰოდა ლიბერალურმა წესებმა უნდა მოიტანოს სულაც ლიბერალური წესრიგი.

განვმარტავ.

იმდენად ჭრელი, იდეურად დაბნეული და აღრეული პოლიტიკური ცნებების ქვეყანა ვართ რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ძალუძს გახდეს წამყვანი ძალა.

ეს მშვენიერია.

ჰოდა რამენაირი კომპრომისი და შეთანხმება რომ მოხდეს არსებობს ერთადერთი უნივერსალური გზა.

ლიბერალური წესრიგი, რომელშიც ყველას თანაბარი უფლებები ექნება.

ლიბერალური წესრიგის პირობებში ჩვენთვის თითქმის სულერთი იქნება ვინ იქნება ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ამისთვის არ გვეცლება, საკუთარი საქმეები გვექნება ბლომად წარმატების და სიმდიდრის მისაღწევად.

რადგან ლიბერალური წესრიგის ფუნდამენტი არის ლიბერალური, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა.

ჰოდა დადგა მომენტი როდესაც ეკონომიკის მფლობელი ოლიგარქია ვეღარ მართავს პოლიტიკას იმ დოზით სრული კონტროლი რომ დააწესოს.

"წილს" ითხოვენ სხვებიც და დღევანდელი პოლიტიკური კრიზისი სწორედ უსამართლო ეკონომიკის შედეგია.

გიორგი რურუა ოპოზიციის სპონსორია და მისი გარეთ ყოფნა სასიცოცხლოდ სჭირდებოდა ოპოზიციას, ოღონდ რურუას მაინც არ აქვს იმდენი კაპიტალი ოლიგარქიულ კაპიტალს რომ აჯობოს.

ხაზარაძეს აქვს კაპიტალი და მასაც თავისი წილი ადგილი უნდა შემოსავლების "წყაროსთან". ოღონდ არ აქვს საკმარისი პოლიტიკური ძალა.

არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს ლიბერალური წესრიგის სურვილი და ნება, მაგრამ გარემოება მათ ნებაზე ძლიერია.

არ ველოდები მყისერ ეკონომიკურ ცვლილებებს.

ჯერ კიდევ გაუწევენ წინააღმდეგობას,

ჯერ კიდევ შეეცდებიან არსებული სრულიად მანკიერი კორუფციული სისტემის შენარჩუნებას და ამაში შეთანხმებას.

მაგრამ ძალიან სახალისო საყურებელი იქნება ამომრჩევლის ხმების გულისთვის როგორ იბრძოლებენ სახელგატეხილი პრაგმატული პოლიტელიტები."

წერს თეიმურაზ ზაქრაძე.

ნანახია: (54)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას