რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება
"გუშინ, 2021 წლის 21 აპრილს, საქართვგელოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმღვანელმა, გიორგი სიგუამ ფეისბუქ გვერდზე პირიდაპირი ჩართვისას გააჟღერა უმძიმესი და დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაცია წმინდა სინოდის მღვდელმთავრების მიმართ. კერძოდ, გიორგი სიგუამ ”მეუფეები” დაადანაშაულა ”ბარიგების” ”დაკრიშვაში”, რომლებიც ე.წ. კლუბურ ნარკოტიკს ყიდიან.
გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი სიგუასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის გარკვეული სახის ბიზნესთანამშრომლობა არსებობდა, გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ნარკოტიკების შესახებ მისი ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, თუმცა, ამას მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვით.
მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს დაინტერესდნენ აღნიშნული საქმით და დაიწყონ დაუყოვნებლივი გამოძიება.
გამოძიებას ასევე უნდა დაექვემდებაროს მედიის მიერ არაერთხელ გავრცელებული ინფორმაცია რუის-ურბნისის ეპარქიაში სავარაუდოდ არსებული ცეცხლსასროლი იარაღების არსებობის შესახებ.
მიგვაჩნია, რომ ამ საქმეთა ობიექტური გამოძიება მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და თვით ეკლესიისთვის. საზოგადოება იმსახურებს იცოდეს სიმართლე. თუ ეს ბრალდებები ვერ დამტკიცდება, მაშინ ყოველგვარი ეჭვი გაიფანტება და ქართული ეკლესია შეინარჩუნებს პატივსა და ღირსებას.
გარდა ამისა, შეშფოთებას იწვევს გიორგი სიგუას გაჟღერებული მორალური სახის ბრალდებები კონკრეტული მღვდელმთავრების მიმართ. საქმე ეხება სიმონიის ცოდვას, რომელიც სჯულის კანონის მიხედვით უმკაცრესადაა დაგმობილი.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ წმინდა სინოდის სრული შემადგენლობა უნდა გადადგეს."
ნანახია: (916)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას