logo.png

 

Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე

 

"ოპოზიციამ წააგო.

წააგო სტრატეგიაში, წააგო ტაქტიკაში. იმიტომ რომ წააგო იდეურად.

წააგო იმიტომ რომ დამდგარ შედეგებს ებრძვის და არა მიზეზებს.

ებრძვის პოლიციას როცა იდეურად პოლიციის და სახელმწიფოს პოლიტიკური უფროსობა უნდა დაამარცხოს თან ისე რომ პასუხები არ ჰქონდეს რეჟიმს.

ებრძვის უსამართლო სასამართლოს და გაყიდულ მოსამართლეებს, როდესაც უნდა ებრძოლოს უსამართლო კანონებს და უსამართლო სისტემას.

ყვირის კორუფციაზე, სიღარიბეზე, ოღონდ სიტყვას არ ამბობს კორუფციის და სიღარიბის მიზეზებზე და როგორ უნდა იქნას კორუფცია და სიღარიბე დამარცხებული.

ანუ ოპოზიცია მთლიანობაში იბრძვის ხელისუფლებაში ყოფნისთვის და არა რეალობის შეცვლისთვის. ეს იგრძნობა და სიმპათიას არ იწვევს, ამიტომაც არ აქვს ოპოზიციას ხალხის ფართო მხარდაჭერა.

დემოკრატიული მეთოდებით ოლიგარქიის დამარცხება შეუძლებელიაო, ასე სწამს კონსერვატიულ მემარჯვენე ოპოზიციას.

ოღონდ სწორედ დემოკრატიული, ლიბერალური მეთოდებით დაამარცხა ბევრად დიდი სსრკ-ს იმპერია ზვიადმა.

ზვიადის მიტინგები იყო განმანათლებლობის ფორმა, ეროვნული ღირსების გაკვეთილები, რაც ხალხმა გაიაზრა გაითავისა და სწორედ ხალხის ერთობამ მოსპო სსრკ, მიუხედავად იმისა რომ ზვიადს დასავლეთის მხარდაჭერა არ ჰქონდა გეოპოლიტიკური მიზეზების გამო.

დღეს ოპოზიციას ზვიადისგან განსხვავებით აქვს ტრიბუნა, აქვს ტელევიზიები, აქვს ინტერნეტი, აქვს ფინანსური რესურსები, აქვს დასავლეთის მხარდაჭერა და გეოპოლიტიკური სიტუაციაც ქვეყნის სასარგებლოდ არის, რაც ასევე არის ზვიადის დამსახურება,

მაგრამ ოპოზიციას არ აქვს მთავარი -

ეროვნული ღირსება და სამართლიანი ლიბერალური წყობილების პოლიტიკური ნება.

აღარაფერს ვამბობ ოპოზიციის მხრიდან გეოპოლიტიკის იგნორირებაზე.

ასე რომ სამართლიანად წააგო ოპოზიციამ.

გულწრფელად სოლიდარული ვარ აქტივისტების მიმართ, პოლიტპატიმრების მიმართ, მაგრამ მათი ბრალი არ არის იდეურად უვარგისი ლიდერები რომ ჰყავთ.

ოპოზიციამ კი წააგო, ოღონდ არ წაუგია საქართველოს.

საქართველოს პოლიტიკურ კლასს ევალება ლიბერალური წესრიგის დამყარება რაც არის ნატოს წევრობის და ქვეყნის გათავისუფლების გარანტია.

ასე რომ მხოლოდ ის პარტიები და პოლიტიკოსები იქნებიან დაფასებული ვინც ლიბერალური წესრიგისთვის იბრძოლებენ."

წერს თეიმურაზ ზაქრაძე.

ნანახია: (766)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას