logo.png

 

Vladi Narsia

 

"სინდისს ადამიანში ღვთის ხმას უწოდებენ. ეკლესია ასწავლის, რომ ადამიანს რომელსაც არც ერთი კანონი არ წაუკითხავს, მათ შორის სახარებაც, იგი საკუთარი სინდისის ხმით განისჯება. სამართლიანობის მისაღწევად სინდისსა და კანონს (კვაზი კანონი) შორის კონფლიქტმა კაცობრიობის ისტორიაში ახალი კულტურები და ეპოქები შექმნა. ასეთ მუხტს ატარებს კონფლიქტი საღვთო სამართალსა და ადამიანურ, კვაზი სამართალს შორის.

საეკლესიო კანონის საფუძველში სინდისია. (ზოგადად, ნებისმიერი კანონის საფუძველში მორალური პრინციპია!) თუ კანონი ისე დაიბრიცება და გამრუდდება, რომ იგი სრულიად მიუღებელი გახდება ადამიანის შინაგანი სამართლიანობის პრინციპისადმი (სინდისი, ღვთის ხმა!) მაშინ კონფლიქტი გარდაუვალია. პრობლემა, რომელიც მრავალი თვეა ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების მუხტს ატარებს სწორედ სინდისსა და კვაზი კანონს შორის კონფლიქტზე მიუთითებს. ეპისკოპოსი სტეფანე კანონთა ნაგლეჯებით ცდილობს სამღვდელოების სინდისს დაუპირისპირდეს და იგი "წმინდა ხიშტებით" ჩაახშოს, ვითომკანონის სახელით.

ბატონო ეპისკოპოსო,

ვიდრე არსებობს ადამიანობა და ადამიანში სამართლიანობის ბუნებრივი წონასწორობის განცდა სინდისის ხმაზე დაფუძნებით, მანამდე ჭყონდიდის ბერ-მონაზვნების პროტესტი გასაგები და გამართლებულია. ვიდრე შინაგანი სინდისის ხმის გამო "დასჯილი" სასულიერო პირები სვამენ შეკითხვებს უსამართლობაზე, უზნეობაზე, ძალმომრეობაზე, სიცრუეზე, ცილისწამებაზე მანამდე მათ არ მოაკლდებათ მხარდამჭერები.

და, რაც მთავარია, ვიდრე უზნეობა, სიბილწე და ცოდვა საღდება ღირსებად, სათნოებად და "უწმინდესობად" მანამდე იარსებებს პროტესტი სულ მცირე იმის მიმართ, რომ მსგავსი უზნეობისა და სიბილწისათვის სხვას განიკითხავთ.(17 მაისი) ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიამ სიბილწე, უზნეობა, უსამართლობა და მისთანანი სათნოებად გამოაცხადა, რადგან გვეუბნება რომ ისინი დასაშვებია იერარქიისთვის, და მეტიც, რომ - "იერარქს თითქოს ამით მადლი (ღმერთი!) არ განეშორება".

ქრისტიანებო,

კარგად გაჩხრიკეთ საკუთარი სინდისის ხმა - ასეთი ეკლესია გინდათ? თუ ასეთი ეკლესია არ გინდათ მაშინ დაუჭირეთ მხარი ჭყონდიდის ეპარქიაში მშვიდობიან და სამართლიან პროტესტს უსამართლობის და ძალმომრეობის წინააღმდეგ! სინდისი ყოველთვის მეტია კანონზე და მითუფრო, კვაზი კანონზე !"

წერს თეოლოგი ვლადი ნარსია.

ნანახია: (800)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას