logo.png

 

Hieromonk Andria Saria

 

"ეკლესიის დღევანდელი მდგომარეობა არის სამწუხარო. შესაძლოა ძალიან ბევრს უხარია და მოსწონს კიდეც რაც ქუჩაში ხდება, მაგრამ ჩვენში მხოლოდ მწუხარებას იწვევს! ლამის პარტიულ დაპირისპირებას დაამსგავსეს ეპისკოპოსებმა შეხვედრები და მერე თავს იმართლებენ. ზოგიერთს შესაძლოა უხარია ეკლესიის შესუსტება და საერთოდ რომ არ ვარსებობდეთ ეგეც არ იქნება მათთვის პრობლემა, მაგრამ უკიდურესად მძიმე სანახავია როცა ამას მღდელმთავრები აკეთებენ ეკლესიის სახელით. როგორ უნდა იყო მშვიდად როცა ხედავ რომ მეუფე სტეფანე დასცინის სამღვდელოებას და ,,გალობს'', ბოდბის კათედრიდან არაფრისმთქმელ სიტყვებს ისვრის იაკობი და სიძულვილით აღსავსე, ზურგს უმაგრებს სპირიდონი. სიჩუმე ეკლესიის გადარჩენად მიაჩნიათ მღვდელმთავრებს? სიჩუმე იქამდე მიგვიყვანს რომ სულ დარჩება 5 სასულიერო პირი ტაძრში. ეკლესიის იმედი მარტო სასულიერო პირებს კი არ გვაქვს, ჩვენს უკან დგას უამრავი მრევლი, გულნატკენ ადამიანთა ჯარი და ვინც ფიქრობდა რომ ეკლესიური ცხოვრების დაწყება არის გადარჩენა. ამ იმედის მოსპობას სწორედ თქვენი ქმედებები უწყობს ხელს. დაწყების დღიდან ვსაუბრობთ, რომ მამალაძე უსამართლოდ ზის ციხეში, მეუფე პეტრეს უკანონოდ მოექცნენ და სასულიერო პირებს უსამართლოდ ,,გადაუარეს'', ამას სხვა სიტყვას ვერ მოვუძებნი გარდა ,,გადავლისა''. ეკლესიას ნამდვილად უნდა ქონდეს ავტორიტეტი, მაგრამ არა მოძალადის სტატუსქვეშ, არამედ სიყვარულისა. გაცილებით ბევრ ადამიანს მიიყვანს ეპისკოპოსთა ის ნაწილი ეკლესიაში, ვინც იტყვის რომ ეს უკანონობა უნდა შეწყდეს, ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს. შესაძლოა, ვიღაცას სურდეს პარტიულად გამომაცხადოს და ამით თავი ინუგეშოს. ვაცხადებ: არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და თან არც ღია თანამდგომი. მიმაჩნია, რომ ეკლესიაში იმდენი საქმეა მოსაწესრიგებელი მღვდელს არ უნდა ეცალოს ,,პარტიული'' დღის წესრიგისთვის, ეს არ არის მისი საქმე! ყოველთვის ვემიჯნებოდი და ახლაც ვემიჯნები! ვერავინ ვერ დაასახელებს, რომ რომელიმე პარტიას ვუწევდი პროპაგანდას! ჩემს ეკლესიას რამდენჯერაც დავჭირდები, იმდენჯერ ამოვიღებ ხმას!

რაც შეეხება მეუფე სტეფანეს, კიდევ ერთხელ გვაჩვენა რომ უკანონობა ცხოვრების წესად იქცია. სასულიერო პირებმა გაასაჩივრეს მისი გადაწყვეტილება და ელოდებიან სინოდის განჩინებას, ხოლო სანამ არ იქნება კონკრეტული მსჯელობა, მანამდე არა აქვს უფლება ახალი ,,სასჯელი'' დაადოს რომელიმე მათგანს.

ის რომ უკანონოდ არის განწესებული და მეუფე პეტრეს საქმის განხილვა სანამ არ მოხდება ყველა გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება, ეს კიდე ცალკე მსჯელობის საგანია.

ღმერთმა ქნას, რომ ქრისტეს ეკლესიაში შენარჩუნდეს მშვიდობა და ეს უსამართლობა დასრულდეს, რაც ადამიანის შურისძიების წყურვილით არის ნასაზრდოვები! უფალმა დაგვიფაროს, ამინ!"

წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

ნანახია: (630)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას