"გასწავლით ერთ უცდომელ წესს თუ როგორ შეგიძლიათ გაიგოთ სწორად განმარტავს ვინმე ბიბლიის მოძღვრებას თუ არა. როცა დაიგიწყებენ წმინდა წერილის განმარტებას და საკუთარი შეხედულებების მტკიცებას, უპირველესად ჰკითხეთ მათ: სწამთ თუ არა იესო ქრისტე, როგორც განკაცებული ღმერთი ანუ სწამთ თუ არა, რომ იესო ქრისტეში ღვთაებრივი ბუნება შეუერთდა ადამიანის ბუნებას ანუ სწამთ და აღიარებენ თუ არა, რომ იესო ქრისტე იყო სრული ღმერთი (ღმრთაებრივი ბუნებით) და იმავდროულად სრული კაცი (ადამიანური ბუნებით). თუ ამ კითხვაზე, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ არ გიპასუხეს, რომ სწამთ ასე, იცოდეთ, რომ არ უნდა ენდოთ მათ სწავლებას, რაც არ უნდა მომხიბვლელი იყოს ის გარეგნულად. ვინც არ აღიარებს ღმერთის განკაცებას, იცოდეთ, რომ ის გულს აცლის ბიბლიას და საკუთარი, ადამიანური წარმოდგენებით სრულიად ამახინჯებს მის სწავლებას.
დაიმახსოვრეთ: ღმერთის განკაცების აღიარება - ესაა მოძღვრების ჭეშმარიტების და წმინდა წერილის სწორი განმარტების მთავარი ნიშანი.
“სიტყვა ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის” (ინ. 1, 14)"
წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე
ნანახია: (640)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას