logo.png

 

Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე

 

"ენერგოდამოუკიდებლობის მომხრეებმა უპირველესად ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის რომ იბრძოლოთ არ გინდათ?

ინვესტორის იმედად მყოფი ქვეყანა ვერასდროს იქნება ვერც ენერგეტიკულად და ვერც პოლიტიკურად დამოუკიდებელი.

"ინვესტორი გვჭირდება".

ეს არის მავნებლური ლოზუნგი, რომელიც დანერგა პოლიტიკურმა კლასმა რომელიც თავად არის დამოკიდებული "პოლიტიკურ ინვესტიციებზე" .

სწორედ ამის ბრალია რაც გვჭირს.

ეკონომიკა უნდა იყოს თავისუფალი.

ბიზნესს უნდა ჰქონდეს ფინანსების ორი წყარო.

საბანკო სისტემა და საბირჟო სისტემა.

ბირჟები არ გვაქვს საერთოდ.

ბირჟებზე კომპანიები გარანტირებულად გაყიდიან თავის ნაწარმს, თავის აქციებს და კაციშვილი ვერ გაუბედავს "კრიშაობას".

ბანკები ბირჟების კონკურენციის გამო საპროცენტო განაკვეთებს მკვეთრად დასწევენ.

ბიზნესი კონკურენციის პირობებში იძულებული იქნება მაღალი ანაზღაურებით შეინარჩუნონ მაღალკვალიფიციური კადრები.

ანუ შრომა და შემოქმედება დაფასდება.

გაჩნდება დამოუკიდებელი საშუალო კლასი, რომელიც ქმნის უამრავ სამუშაო ადგილს, 80 % სამუშაო ადგილებს ქმნის სწორედ საშუალო კლასი მთელ მსოფლიოში.

შედეგად მდიდარი მოქალაქეები თავად გახდებიან ინვესტორები.

იყიდიან კომპანიების აქციებს, ტოტალიზატორის ნაცვლად ითამაშებენ ბირჟაზე და კიდევ უფრო გამდიდრდებიან თავად და განვითარდება ეკონომიკაც.

საბაზრო ურთიერთობებში წესიერება, პატიოსნება და შემოქმედება იქნება მომგებიანი.

შედეგად ქვეყანა გახდება ეკონომიკურად და პოლიტიკურად მიმზიდველი რაც არის დეოკუპაციის და ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობის გარანტია.

ჰოდა რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?

რაზე საუბრობენ პოლიტიკოსები და ექსპერტები? რაზე მსჯელობთ პატივცემულო საზოგადოება?

ვინ ვის რა უთხრა და ვინ ვის როგორ შეაგინა ამაზე?

დამოუკიდებელი ეკონომიკის და ეკონომიკურად დამოუკიდებელი მოქალაქეების გარეშე ვერც ენერგეტიკა და ვერც ქვეყანა ვერ იქნება თავისუფალი.

დიდი ჰესები არსებულ ოლიგარქიულ მონოპოლურ სისტემაში არის კორუფცია და მხოლოდ კორუფცია. ცალსახად ყოველგვარი "მაგრამ" - ის გარეშე. . არც კი განიხილება სხვა ვარიანტი.

ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას კი სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური დამოუკიდებლობა.

საბჭოეთგამოვლილ ადამიანებს ყველაზე ცუდად აქვთ წარმოდგენილი როგორ შეიძლება კერძო კომპანიების საქმიანობას არ აკონტროლებდეს სახელმწიფო.

აი სტრატეგიული ობიექტები და რამე.

დღეს სტრატეგიული ობიექტები წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიები ყველა კერძო ხომ არის?

ჰოდა რა შედეგი მოიტანა მათ სახელმწიფო რომ აკონტროლებს?

ჯიბეებს ისქელებენ ჩინოვნიკები, აი ეს შედეგი.

კერძო საკუთრება დამოუკიდებლობის მხოლოდ ერთი ნაწილია.

კერძო საკუთრება ვაჭრობის თავისუფლების გარეშე არის მონობის დახვეწილი ფორმა და მოსკოვის გავლენის უმთავრესი ბერკეტი.

ასე რომ ვისაც გინდათ რომ საქართველო იყოს ენერგეტიკულად, ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამოუკიდებელი ვაჭრობის თავისუფლება მოინდომეთ.

თავისუფალ ვაჭრობას კი ვერც ერთი პიროვნება და ჩინოვნიკი ვერ უზრუნველყოფს.

მხოლოდ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა თავად არეგულირებს და აძლიერებს მოქალაქეებს და ქვეყანას.

მდიდრები უნდა ვიყოთ ქართველები, მაშინ ვიქნებით ძლიერი ქვეყანაც.

ამისთვის კი თავისუფალი ვაჭრობის ცივილიზებული, დამოუკიდებელი საფონდო ბაზარი უნდა გვქონდეს."

წერს თეიმურაზ ზაქრაძე.

ნანახია: (659)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას