logo.png

 

Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე

 

მესამე კი არა მეორე ძალა არ არსებობს.

"აპოლიტიკური აქციები იმიტომ ტარდება რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთნაირად კონსერვატიულია და არავინ ენდობა.

ამიტომ რეჟიმს ასეთი ოპოზიციისგან არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ამიტომაც არის ასეთი ხისტი, თავხედი და უტიფარი.

გარდა ამისა თავი ქუდში აქვს კონსერვატიულ რეჟიმს, რადგან ამ წლების მანძილზე მემარცხენე ლიბერალიზმი, კონსერვატიზმის დაუძინებელი მტერი და დიამეტრულად საპირისპირო იდეოლოგია, რაზეც დგას თავისუფალი დასავლური ცივილიზაცია საზოგადოებამ როგორც მინიმუმ არ იცის ან სულ უარესი, სძულს.

ასე რომ იდეური მოწინააღმდეგე არსებულ რეჟიმს უბრალოდ არ ჰყავს და არც ლიბერალური იდეების ირგვლივ გაერთიანება ემუქრება. .

აი განათლებული და ნაკითხი საზოგადოება რომ ხართ მემარცხენე ლიბერალიზმის მტერი როგორც მტრობდა ლიბერალიზმს გრიგოლ ორბელიანი ლიბერალი ილიას სახით და მამარდაშვილი ლიბერალ ზვიადს სწორედ ამიტომაც მშვენივრად გრძნობს თავს ოლიგარქიული რეჟიმი.

ამდენი პოლემიკების მერე იმაშიც კი დავრწმუნდი რომ ადამიანებს წარმოდგენაც კი არ აქვთ ილია ლიბერალი რომ იყო და მას მემარჯვენეობას აბრალებენ.

ზვიადს კი ხომ სულაც დიქტატორობა დააბრალეს.

ვერც იმას ვაჯერებ ოპონენტებს რომ მარქსიზმ ბოლშევიზმ კომუნიზმი ასევე არის ულტრაკონსერვატიული.

ნებისმიერი უზურპირებული ძალაუფლება, მითუმეტეს დიქტატურა არის კონსერვატიზმი.

ასე რომ პატივცემულო განათლებულო და დიპლომიანო ქართველებო თქვენ იმყოფებით უზარმაზარი იდეოლოგიური ტყუილების ტყვეობაში.

ქართული პოლიტიკური კლასი მთლიანად არის კონსერვატიული და ემსახურება ოლიგარქიული კლასის ინტერესებს, რომელიც სრულად აკონტროლებს პოლიტიკას, ეკონომიკას და მედიას.

ამიტომაც არ იცით სიმართლე ლიბერალიზმის შესახებ.

ჩენს ქვეყანაში ლიბერალური მენტალობის დამოუკიდებელი საშუალო კლასი და დამოუკიდებელი კაპიტალი არ არსებობს.

შესაბამისად არსებულ რეჟიმს იდეური მოწინააღმდეგე უბრალოდ არ ჰყავს."

წერს თეიმურაზ ზაქრაძე.

ნანახია: (806)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას