logo.png

 

Zviad Tsabadze

 

აპელაცია

"როგორც ცნობილია, წმინდა სინოდმა განსახილველად მიიღო ჭყონდიდის ეპარქიის დასჯილი სასულიერო პირების და მონაზვნების სააპელაციო საჩივარი.

განხილვის წინ მხარეები უნდა შეთანხმდენ შემდეგზე:

მომხსნებლების რაოდენობა (ჩემი აზრით მხარეებმა უნდა წარმოადგინონ სამი წარმომადგენელი: სინოდმა სინოდიდან ან ვისაც საჭიროდ ჩათვლის,ხოლო მომჩივანებმა საკუთარი ჯგუფიდან, ან ვისაც საჭიროდ ჩათვლიან და სინოდი სხდომაზე დაუშვებს.

მოხსნების დრო (წარმოუდგენელია აპელაციის განხილვა დასრულდეს ერთ დღეში. სინოდმა უნდა გაითვალისწინოს, რომ არსებობს მრავალი კანონიკური მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც არ უნდა დარჩეს განხილვის გარეშე. ჩემი აზრით 3 დღე საკმარისი იქნება).

საერთო კანონიკურ ლიტერატურა (მხარეებმა უნდა მიაღწიონ შეთახმებას სხვადასხვა, მაგრამ საერთო სახის კანონიკურ ლიტერატურაზე, საიდანაც საკუთარ არგუმენტებს გაამყარებენ.

დისკუსიის ფორმატზე (გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მხარეები უნდა შეთანხმდენ დისკუსიის ფორმატზე, კერძოდ, როგორ წარიმართება მოხსენება, კითხვა-პასუხი, ჯვარედინი ''დაკითხვა'' და ა.შ.).

მიმაჩნია, რომ ამის გარეშე აპელაციის განხილვა ვერ წარიმართება ობიექტურად და მიუკერძოებლად."

წერს თეოლოგი ზვიად ცაბაძე.

ნანახია: (805)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას