logo.png

 

Giorgi Geguchadze

 

"პროტესტი მიმართული უნდა იყოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც გააფორმა ხელშეკრულება კომპანიასთან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში,,ენკა" ყველაზე ნაკლებად დამნაშავე მგონია. კომპანიამ ფული გადაიხადა და სავსებით ბუნებრივია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების აღსრულება მოითხოვოს ხელისუფლებისაგან, რომელთანაც გააფორმა ის. ის ბარიკატებიც ხელისუფლებამ დააწყო და ხეობის ბლოკირებაც ხელისუფლების ბრძანების საფუძველზე მოხდა. ოკუპაციას არ აკეთებს ,,ენკა", არამედ რაშიც ფული გადაიხადა, იმის აღსრულებას ითხოვს. ოკუპაციას მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება ახდენს!

,,ენკას" ხელმძღვანელთა ეთნიკური წარმომავლობა აბსოლუტურად არანაერ შუაში არ არის. რა მნიშვნელობა აქვს, თურქია, სომეხი, რუსი თუ ამერიკელი. მან გადაიხადა თანხა, რაც მოითხოვა სახელმწიფომ (ამ შემთხვევაში მესაკუთრემ), იყიდეს მიწა გარკვეული ვადით და სურთ იმ მიზნის განხორციელება, რაც თავიდანვე განსაზღვრული იყო ხელშეკრულებით.

შესაბამისად, ერთადერთი დამნაშავე ამ ყველაფერში არის ხელისუფლება, რომელმაც გააფორმა ეს ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, პროტესტი მიმართული უნდა იყოს ხელისუფლების წინააღმდეგ!

გაურკვეველია, აპროტესტებდე ,,ენკას" საქმიანობას და, იმავდროულად, პრეტენზია არ გქონდეს ხელისუფლებასთან, რომელმაც, ისევ ვიმეორებ, გაყიდა მიწა და კომპანიას უფლება მისცა თავისი გეგმ(ებ)ის განხორციელების."

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

ნანახია: (805)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას