logo.png

 

Hieromonk Andria Saria

 

"ქვეყანაში საპატრიარქომ შემოიტანა ორმაგი სტანდარტები. შეუძლია ერთი და იგივე პროცესზე სხვადასხვა ფლანგიდან ითამაშოს. თანაბრად : აკრიტიკოს და მხარიც დაუჭიროს... ამ ფონზე ოფიციალური განცხადება თვეებით აგვიანებს... საითკენაც გადაიხრება ძალა, იქითკენ გადაისვრის თანადგომას... ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს მოუგვარებელი ეკლესიის შიგნით: ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია, ისტორიული სამაჩაბლო და იქ რუსეთის უხეში ჩარევა; უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი; კონსტანტინეპოლის პატრიარქთან უხეშ მიმოწერებს ქონდა ადგილი; კულტურული მემკვიდრეობა თავზე გვენგრევა; სასულიერო პირთა და მაღალიერარქთა ზნეობრივი საკითხი; საღვთისმეტყველო მიმართულებით არეულობა და განუკითხაობა; სასულიერო სემინარია-აკადემიის სავალალო მდგომარეობა და ა.შ. მიუხედავად ამ სირთულეებისა ჩვენი იმედები დედა ეკლესიას ეფუძნება და იმედი გვაქვს რომ კანონდამრღვევებისგან მალე გაიწმინდება. საპატრიარქოს ყველა გადაწყვეტილებაში ჩანს, რომ ისინი ვერ არიან ობიექტურები, ნუ მთლად კომპეტენტურობაზე არაფერი რომ არ ვთქვა... თუ ვინმეს იმედი ქონდა, დღეს უმეტესი მათგანი იმედგაცრუებულია. აღარ გვინდა სიცრუეში ცხოვრება... ამ პოლარიზებისა და დაპირისპირების სათავეში დგას საპატრიარქო. ძალიან მარტივად შეიძლება ნებისმიერი დავის მოგვარება, მაგრამ ამ დავის წარმოშობის მიზეზი არის ეკლესიაში გამეფებული უსამართლობა, რომლის დამკვეთი თავად საპატრიარქოა ... სასულიერო პირთა ხულიგნონაზე და ფინანსურ მაქინაციებზე ახლა აღარაფერს დავწერ, უამრავისთვის ნაცნობი თემაა... გუშინ ერთი ადამიანი გულისტკივილით მიყვებოდა, მის ეპარქიაში როგორ უთხრა მღვდელმა : ,,ეკლესიის ვალი გაქვს 150 ლარი (წესი აუგია ახლობელ მოძღვარს და ფული არ გადაახდევინა, თუმცა შიდა დაპირისპირება მოყოლია ამ საკითხს მღვდლებს შორის და სანამ ამ ფულს არ გადაიხდი ,,მკიდია” შენი მიცვალებული და პანაშვიდსაც არ გადავიხდი””(ბოდიში, უცენზურო სიტყვის განთავსებისთვის) ... ასეთ რეალობაში რამდენი ადამიანი ცხოვრობს?!!!"

წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

ნანახია: (839)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას