logo.png

 

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

"როდესაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გულმოწყალებაზე და სულგრძელებაზე საუბრობენ ხოლმე მისი აპოლოგეტები, უნდა ითქვას ის ნამდვილად მოყვარულია და შემწყნარებელი მრუშების, მამათმავლების, პედოფილების, მკვლელების, ქურდების, ყაჩაღების, ნარკომანების და ნებისმიერი სხვა უკეთურებისა ეკლესიაში. მთელი მისი მოღვაწეობა და ამდაგვარი მანკიერი ადამიანების მის მიერ მასობრივად შეწყნარება და დაწინაურება საეპისკოპოსო და სამღვდელო ხარისხებში ამისი მეტყველი დასტურია. ერთადერთი რასაც იგი არავის პატიობს, ეს მისი კრიტიკა და მისი ნებასურვილთან დაპირისპირება, ამისი ნათელი დასტური მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილის დიდი ტრაგედიაა, რომელიც საეჭვო გარემოებებში, ძალიან სწრაფად მოსაყდრე ილია შიოლაშვილთან დაპირისპირებისა, რამდენიმე თვეში მილიციამ დააპატიმრა და სასამართლომ 15 წლიანი პატიმრობა და ქონების სრული კონფისკაცია მიუსაჯა, ხოლო საპატრიარქოს წარმომადგენელი სასამართლოზე, ეპისკოპოსი ნიკოლოზ მახარაძე, პატრიარ ილია მეორის მარჯვენა ხელი და გამხმოვანებელი, მის დახვრეტას ითხოვდა. 1980 წელს, უკვე ციხეში მყოფი მეუფე გაიოზი ილია მეორემ სინოდის სახელით სრულიად განკვეთა მღვდელმთავრობიდან და მონაზვნობიდან მეუფე გაიოზი, ერთ დროს პატრიარქების ეფრემ მეორის და დავით მეხუთის ქორეპისკოპოსი, წილკნის, შემდგომ ურბნისის მიტროპოლიტი, მცხეთის სემინარიის რექტორი და დაუბრუნა საერო სახელი ბიძინა და ერისკაცად გამოაცხადა. 1989 წელს თერთმეტწლიანი პატიმრობიდან ამინისტიით გამოსული, უსახლკაროდ და უყველაფროდ დარჩენილი ყოფილი მიტროპოლიტი გაიოზი ილია მეორემ არ მიიღო და არანაირი დახმარება არ გაუწია, ყოფილმა მიტროპოლიტმა საარსებო გროშების მოსაძიებლად ისნის ბაზრობაზე დაიწყო საცვლების და სხვა წვრილმანებით ვაჭრობა, რათა მშიერი არ მომკვდარიყო...

ისნისა და შემდგომ ლილოს ბაზრობაზე მრავალწლიანი წვრილმანი ვაჭრობის შემდგომ, დაავადებულ და მორალურად განადგურებულ ყოფილ მიტროპოლიტს წერილობით მრავალგზისი თხოვნის მერე, არნახულ ფუფუნებასა და სიმდიდრეში მყოფმა ილია მეორემ 200 ლარიანი მათხოვრული პენსია დაუნიშნა, ხოლო სიკვდილამდე სამიოდე წლით ადრე "გულმოწყალება " გამოავლინა, 500 ლარამდე გაუზარდა.

აი ესაა "სიყვარული", "დიდსულოვნება" და "გულმოწყალება" ილია მეორისა: მიტროპოლიტი ჯერ "გაასროკინა", მერე ღია ცის ქვეშ დარჩენილი და გაუბედურებული საცვლების გამყიდველად აქცია...

ფოტოზე: 1977 წლის 25 დეკემბერი სვეტიცხოველში ილია შიოლაშვილის პატრიარქად კურთხევა, მარჯვნივ მიტროპოლიტი გაიოზ კერატიშვილი, რომელიც კურთხევის ლოცვებს უკითხავს..."

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

May be an image of 2 ადამიანი, წვერი და ტექსტი, რომელიც შეიცავს 'NEOFIT.TV'

ნანახია: (1104)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას