logo.png

საბჭოური მართლმადიდებლური ეკლესია

ბოლშევიკთა ლიდერების, ლენინისა და ტროცკის, შემდგომ კი სტალინის მიერ, ეკლესია-მონასტრების ნგრევისა და სამღვდელოებაში ჩატარებული ტოტალური რეპრესიების, სასულიერო პირების მასიური დახვრეტების, ეკლესიის განადგურებისა და სრული გაპარტახების შემდეგ, 1943 წლიდან სტალინმა ახალი კადრებით დააკომპლექტებინა "ნკვდ"-ს (მომავალი კგბ) საეკლესიო სასულიერო ელიტა. ამავე 1943 წლიდან, სტალინის მიერ მოსკოვის საპატრიარქოსა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენის გადაწყვეტილება რამოდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

დასავლეთის დიდი ზეწოლის გამო, რომ სსრკ-ში იდევნებოდა სამღვდელოება და არ არსებობდა სინდისის თავისუფლება, მიუხედავად სტალინის დიდი სურვილისა, დასავლეთის სამხედრო მოკავშირეების მიერ მეორე ფრონტის გახსნა და ეკონომიკური დახმარება ჭიანურდებოდა. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, ამ მხრივ სსრკ-ში მომხდარიყო გარკვეული ლიბერალიზაცია. ამავე დროს სტალინს, ფრონტზე შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, განსაკუთრებით ნაცისტების მიერ ოკუპირებულ უკრაინაში და ბელორუსიაში, სამღვდელოების, მათი მრევლისა და მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, ნაცისტების წინააღმდეგ პარტიზანული მოძრაობის უფრო ფართოდ გასაშლელად. რადგანაც ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საბჭოთა ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე მართლმადიდებელი სასულიერო მაღალ-იერარქები და სასულიერო პირები, აგრეთვე ემიგრაციაში მყოფი სამღვდელოება, ნაცისტებს თანაუგრძნობდნენ და მოსახლეობას მოუწოდებდნენ ნაცისტების მხარეს გადასულიყვნენ. ამიტომაც სტალინს დასჭირდა ერთიანი ცენტრალიზებული სახელმძღვანელო ინსტიტუტი, როგორიც უნდა ყოფილიყო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქო, რომელიც კრემლის კონტროლქვეშ გააგრძელებდა თავის მოღვაწეობას. სწორედ ამიტომაც აღადგინა საპატრიარქო 1943 წელს. ამითაც სცადეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის კეთილგანწყობის კვლავ მოპოვება. თანაც ფრონტზე მილიონობით დაღუპული საბჭოთა მოქალაქეთა ოჯახის წევრებს, რელიგიური გრძნობები კვლავ მოემატათ, რასაც კომ. პარტიის იდეოლოგიაც კი ძლივს უმკლავდებოდა, ამიტომაც საჭირო შეიქმნა ერთიანი მაკონტროლებელი რელიგიური ინსტიტუციის შექმნა. როგორიც იქნებოდა მოსკოვის საპატრიარქო, რომელსაც კურირებას გაუწევდა, სამთავრობო ორგანო, რელიგიის საქმეთა საბჭო, აგრეთვე "КГБ"-ს მეოთხე და მეხუთე განყოფილება.

მომავალი პოლიტიკური მიზნებისათვის, იოსებ სტალინმა გადაწყვიტა, როგორმე არა მარტო საბჭოთა იდეოლოგიითაც შეეკავშირებინა საზღვარგარეთ მყოფი ათობით მილიონი რუსი, აგრეთვე პოსტ-ბიზანტიური სივრცის და აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებლური ქვეყნების მოსახლეობა, არამედ დამატებითი იდეოლოგიური ბერკეტებიც გამოეყენებინა მომავალში დასავლურ ცივილიზაციასთან იდეოლოგიური ბრძოლის გზაზე. სტალინის მიზანი იყო, მომავალში დასავლეთის სამყაროს წინააღმდეგ, საბჭოთა-კომუნისტური იდეოლოგიის გარდა, დამატებით გამოეყენებინა და დაეპირისპირებინა რელიგიური, ეთნო-კონფესიონალური ფაქტორი. ამ მიზნისათვის, აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებლურ ქვეყნებში, კრემლის მთავარი მოკავშირე და ზოგადად მართლმადიდებლური სამყაროს იდეოლოგიური ლიდერი, დასავლურ ცივილიზაციასთან ბრძოლაში, უნდა გამხდარიყო, კრემლის კონტროლქვეშ მოღვაწე, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია და მისი საპატრიარქო.

აი რას წერს, ამ დროის შესახებ არა ერთგზის რეპრესირებული, დისიდენტი მღვდელი, უფლება-დამცველი, 90-იან წ. რუსეთის დუმის საგამოძიებო კომისიის წევრი მამა გლებ იაკუნინი, რომელმაც თავის თვალით ნახა "КГБ"-ს არქივები. დისიდენტი-მღვდელი გლებ იაკუნინი: " ჭეშმარიტი ეკლესიის ადგილას, ჩეკისტების მიერ გადაბირებული მიტროპოლიტ სერგი სტაროგოროდსკის “დროებითი სინოდის” წარმომადგენლებით, 1943 წელს სტალინმა და ბერიამ შექმნეს მოსკოვის საპატრიარქო. უმძიმესი ომის პერიოდში სტალინმა დაიწყო “რელიგიური კარტის” გათამაშება, მათ შორის სამხედრო მოკავშირეების წინაშეც. ამისათვის მან დაავალა ლავტრენტი ბერიასა და სახელმწიფო უშიშროების პოლკოვნიკ გ.კარპოვს “აეღორძინებინათ” მართლმადიდებელი ეკლესია, მიტროპოლიტი სერგი კი გამოცხადებულ იქნა სრულიად რუსეთის პატრიარქად და გამალებით დაიწყო მოსკოვის საპატრიარქოს თავს მოხვევა, როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მის საზღვრებს გარეთ. მართლმადიდებლური კანონების მიხედვით, ეკლესიის მართვის მადლმოსილი სტრუქტურების აღდგენა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ დროს მოქმედი კანონიკური წესების შესაბამისად და მხოლოდ ამის შემდეგ იყო შესაძლებელი მათი შეცვლა. მაგრამ ყველა კანონიკური ნორმის დარღვევით 1943-1945 წლებში უღვთო ხელისუფლების მიერ შექმნილ იქნა სრულიად ახალი, მართლმადიდებლური ტრადიციისათვის უცხო ტოტალიტარული ორგანიზაცია, ახალი, მანმადე არ არსებული საეკლესიო წესებით, მმართველობითი სტრუქტურით, რომელიც სტალინის პოლიტბიუროს (“მიტროპოლიტ-ბიურო”) ზუსტი ასლი იყო და ფაქტიურად შეესაბამებოდა დღეს ასე მოდურ განსაზღვრებას “ტოტალიტარული სექტისა”, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო არც რუსეთის და არც მსოფლიო მართლმადიდებლობის კანონებთან. მართლმადიდებლური კანონებით ამ ორგანიზაციის შექმნა და მოღვაწეობა მორწმუნეთა მიერ აღქმული უნდა იქნას, როგორც არა ჭეშმარიტი და არა ნამდვილი... სტალინმა კრემლში გამოიძახა სერგიანული განხეთქილების სამი აქტივისტი: მიტროპოლიტები სერგი სტრაგოროდსკი, ალექსი სიმანსკი და ნიკოლოზ იარუშევიჩი, გამოყო სპეციალური სამთავრობო თვითმფრინავი და განკარგულება გასცა საკონცენტრაციო ბანაკებში შეეგროვებინათ ცოცხლად გადარჩენილი ლოიალურად განწყობილი ეპისკოპოსები, რათა შემდგომ მათ აერჩიათ ახალი “პატრიარქი”. სასწრაფო წესით ჩაატარეს რამდენიმე საეჭვო ქიროტონია და საბოლოოდ 19 ადამიანმა გამოაცხადა საკუთარი თავი მართლმადიდებლურ კრებად, რომელზეც მსოფლიო კრებებისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ფუძემდებლური კანონის დარღვევით სერგი სტრაგოროდსკი გამოაცხადეს სრულიად რუსეთის პატრიარქად.

ახლად ჩამოყალიბებული რელიგიური ორგანიზაცია – მოსკოვის საპატრიარქო – სტალინმა და ბერიამ ახლებურად მონათლეს: “რუსული მართლმადიდებელი ეკლესია” ნაცვლად ტრადიციული “რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა”, რითაც ხაზი გაუსვეს მის ნაციონალურ ხასითს და აღნიშნეს მისი როლი ბრძოლაში ე.წ. კოსმოპოლიტიზმთან ...1947-48 წლებში სტალინურ მართლმადიდებელ ეკლესიას იმედი ჰქონდა, რომ ჩაატარებდა სრულიად მართლმადიდებელთა კრებას, რომელზეც სახელმწიფო უშიშროების ორგანოების უხილავი დახმარებით მოსკოვის პატრიარქი ამჟამინდელი მეხუთე ადგილიდან პატრიარქთა იერარქიაში, აღყვანილი იქნებოდა პირველ ადგილზე და გახდებოდა მსოფლიო პატრიარქი. მაშინ მოსკოვი კვლავ გამოცხადდებოდა მესამე რომად, ხოლო იოსებ სტალინი ახალ კონსტანტინე დიდად.

მაგრამ ღმერთმა არ დაუშვა ასეთი უბედურება ქრისტიანებზე. ” - ციტირების დასასრული.

წერილის ავტორი: დანიელ სავანელი

(ნაწყვეტი წერილიდან: საბჭოთა და დღევანდელი რუსეთის პატრიარქთა ნამდვილი სახე. 1927-2013წწ.)

https://www.facebook.com/notes/443016335824006/

ეს დოკუმენტები ოფიციალურადაა ამოღებული უკრაინის კაგებეს არქივიდან - №2:

Благодаря снятию грифа секретности с материалов КГБ, которые находятся на территории Украины, стало известно что все делегаты православных церквей, которые образовали в 1945 году Московский патриархат, были агентами либо сотрудниками КГБ.

СБУ обнародовала документы НКГБ об образовании Московской Патриархии. В них, в частности утверждается, что все !!! делегаты т.н. Поместного Собора РПЦ МП 1945 года были завербованы чекистами. Ранее историки уже обнародовали материалы, что сам Московский патриархат был создан по приказу Сталина, для более цельного управления церквями, а в каждой церкви были сотрудники КГБ, которые осуществляли надзор за прихожанами.

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

 

ნანახია: (1208)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას