logo.png

 

Lela Chkhartishvili

 

"მთავარეპისკოპოსი ამბერკი წერს:

„ეკლესიის უმაღლეს იერარქებს ქრისტიანობის შესახებ ზერელე და არასწორი წარმოდგენა აქვთ. ეს კი კლავს სულიერ ცხოვრებას ქრისტიანულ საზოგადოებაში. სულიერ ცხოვრებაზე თითქმის აღარავინ ფიქრობს..შემორჩა მარტოოდენ გარეგნული დეკორაციები, გარეგნულად კეთილშობილური ნიღბები. ხშირად კი აღარც ეს არსებობს. რადგან სრული უპრინციპობა და უმოქმედობა საკუთარ ვნებათა აშკარად მსახურებასთან ერთად გარეთაც ჟონავს და ადვილად შესამჩნევი ხდება მათთვის, ვისაც სინდისი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს და ვისთვისაც ყველაფერი ეს ძალზე მტკივნეულია.

რაღა გასაკვირია, რომ მრავალი ჩვენს დროში, მოკლებულნი რეალურ სულიერ ხელმძღვანელობას, გარშემო მხოლოდ საცდურებსა და უზნეო მაგალითებს ხედავს, სრულიად სწყდება ეკლესიას და თვით ღვთის რწმენასაც კარგავს.

განა ეს ყველაფერი შეშლილობა არაა?

ერთი გაბედე მტკიცედ და დაუფარავად ილაპარაკო ამაზე, რომ მყისვე მრისხანედ შემოგიტევენ და გეტყვიან:

„შენ შეშლილი ხარ, რადგან არ გვგავხარ ჩვენ!“

p.s. განკითხვას ეძახიან, როცა ვინმე ზედმეტად სუფთა აღმოჩნდება იმისათვის, რომ ამ ჭაობს შეერწყას, მოერგოს და ჰარმონიულად იყიყინოს მის ორგანულ ბინადრებთან ერთად...თუკი შეძრწუნდება...სიბნელეს არ დაარქმევს სინათლეს და სიცრუეს სიმართლედ არ და ვერ გაასაღებს...ამიტომ სასტიკადაც უსწორდებიან ასეთებს..„ზედმეტებს“ „უცხოებს“ მათი წიაღისთვის..როგორც განგრენას ისე იშორებენ...იკვეთენ დაუნანებლად...ასე გააგდეს თავის დროზე ჩვენი ეკლესიიდან ბასილ კობახიძე...ვერ დააფასეს მამა გელასი და ზურაბ აროშვილები...ახლა კიდევ...გამოაძევეს მეუფე პეტრე...მამა ანდრია...ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირები...ცხადია, პირველი არ ვარ, ვინც ამ შეკითხვას ვსვამ: განა ბევრი გვყავს ასეთები?...განათლებულები, ერთგულები, საღები, იდეალისტები, მამაცები?...სისტემა, რომელიც ასეთ ადამიანებს არ აფასებს, დევნის და უსულგულოდ წირავს და პირმოთნე, ყალბ, ჯანსაღი აზრის არმქონე, ანგარებიან პერსონებზე ამყარებს თავის ძალაუფლებას, თავადაც განწირულია დეგრადირებისთვის, სირცხვილისთვის და საბოლოო კრახისთვის."

წერს ლელა ჩხარტიშვილი.

ნანახია: (771)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას