"ახლა ის წუთებია როცა მთავრობა მართავს თათბირს სადაც შემოქმედებითი და სამეცნიერო ელიტა მიიწვიეს და ნუგზარ ფოფხაძემ ტრიბუნიდან გამოაცხადა რომ ოთხ საათზე მერვე პოლკი და რუსეთიდან ჩამოსული ბატალიონები მიტინგს დაარბევდნენ. ჩვენ კი ასი ათასობით ხალხი რუსთაველზე ვიდექით ჩუმად და ვუსმენდით ადამიანებს რომლებიც მღეროდნენ......... თათბირზე რამდენიმე ცნობილმა პიროვნებამ გააპროტესტა გადაწყვეტილება, დარბაზი დატოვა და ქუჩაში ხალხს შეუერთდა. საკუთარმა მთავრობამ გაგვწირა და არ დაგვიცვა. და ეს არ არის წარსული, აწმყოც ძალიან ემსგავსება მას. 9 აპრილი არ დასრულებულა."
წერს ნათია მეგრელიშვილი.
ნანახია: (907)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას