logo.png

 

Giorgi Geguchadze

 

"ხვალ ხარებაა, დღეს საღამოს კი საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში მწუხრისა და ცისკრის სადღესასწაულო მსახურება აღესრულება, ხვალ - წირვა!

ჭყონდიდის ეპარქიის მოქმედი ,,სამღვდელოებაც" ამაყად, თავაწეულნი დადგებიან მსახურებებზე, წმ.ტრაპეზის წინაშე, თითქოსდა რომელიმეს გააზრებული ჰქონდეს ხარების მნიშვნელობა.

ხარებისა და ქრისტეს ამქვეყნად მოვლინების სასიხარულო უწყებას სწორედ ისინი შეიგრძნობენ ყველაზე მეტად, რომელნიც მისი სახელის ღირსეულად ტარების გამო იდევნებიან! დიახ, ასეა. მათი ერთადერთი იმედი სწორედ რომ ჯვარცმული ქრისტეა, მაგრამ ჯვარცმით არ დასრულებულა ეს საქმე, მას აღდგომა და ამაღლება მოჰყვა!

როგორც ქრისტე პილატეს დროს და (გარკვეულწილად) პილატეს მიერ ეცვა ჯვარს, ასევე ჯვარცმულია ჭყონდიდის სამღვდელოება სტეფანესა და ილიას მიერ, მაგრამ წინაა სიხარული აღდგომისა და ამაღლებისა!

ათასობით სასულიერო პირი და მონაზონი ჰყოლია ქრისტეს ეკლესიას, მაგრამ ისტორიამ რაოდენობრივად თითზე ჩამოსათვლელთა სახელები შემოგვინახა."

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

ნანახია: (653)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას