logo.png

ულტიმატუმი საქართველოს საპატრიარქოს

 

"საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე მწვავე კრიზისის ფონზე დღითიდღე მცირდება შანსები პრობლემათა სამართლებრივი გზით მოგვარებისა.

კათოლიკოს-პატრიარქის, წმინდა სინოდის და ცალკეული მღვდელმთავრების მიერ ტოტალური უსამართლობის კვალდაკვალ ვუახლოვდებით ისეთ ნიშნულს, რომლის იქითაც უკვე უფსკრულია, ჯოჯოხეთია.

თუ გონივრულ ვადაში წმინდა სინოდი არ დაუბრუნდება სამართლებრივ ჩარჩოებს და არსებული პრობლემების მოგვარების ობიექტურ კანონიკურ საშუალებებს არ მიმართავს, რისთვისაც აუცილებელია სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების მოწვევა, იძულებული ვიქნებით გადავხედოთ კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვებში მოხსენების საკითხს.

მიუხედავდ იმისა, რომ საქართველოს მართლ. ეკლესია ოფიციალურად მწვალებლობაში არ იმყოფება, ტოტალური უსამართლობა შეუძლებელს ხდის ნორმალურ ქრისტიანული ცხოვრებასაც კი. ტოტოლაურმა უსამართლობამ ეკლესიის წიაღიდან განდევნა ქრისტე და ის კერპით ჩაანაცვლა. სადაც ქრისტე არ არის, იქ მწვალებლობაზე უარესია.

მოგიწოდებთ მეტი გონიერებისა და კანონიკური მეხსიერების დაბრუნებისათვის ივერიის სამოციქულო საყდარში."

განცხადებას ავრცელებს რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია.

 

ნანახია: (635)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას