logo.png

 

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

"სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებ მღდელ მამა მირიან მესხაძეს, იღუმენ მამა დანიელ გვილავას, მღვდელმონაზონ მამა ლუკა იბრაგიმოვს, დიაკონ კონსტანტინე გაბისონიას, ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს, დიაკონ ანანია კალანდიას! მათზე დადებული სასჯელი მღვდელმოქმედების შეჩერებისა არის მიტროპილატე სტეფანეს მორიგი სადისტური და უკანონო ქცევა. ხოლო არქიმანდრიტ ათინოგენეს "განკვეთა" არის სრულიად არაკანონიკური მოვლენა ეკლესიაში. არქიმანდრიტობა პატრიარქმა მიანიჭა მამა ათინოგენეს და ეპისკოპოსმა როგორ უნდა წაართვას საკუთარი ბრძანებით?! განა ეპისკოპოსს ხელეწიფება პატრიარქის ბრძანების გაბათილება?!

საქართველოს ეკლესიაში გამეფებულია ანტიკანონიკური ანარქია და მისი გადაჭრა მხოლოდ სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებას ხელეწიფება. ასეთია ეკლესიოლოგიური და კანონიკური წესი და სწავლება, სხვა გზა ეკლესიას არ აქვს! წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია ჩაეფლობა უარეს ანარქიაში და უკანონობაში, რომელზედაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საპატრიარქოს ადმინისტრაციაში მოკალათებულ არაკვალიფიციურ დილეტანტებსა და ფარისევლებს."

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ნანახია: (605)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას