logo.png

 

Zviad Tsabadze

 

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დგას განხეთქილების რეალური საფრთხის წინაშე

ეს საფრთხე როგორც იქნა დაინახა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი). იხ. მის გუშინდელი ქადაგება.

იგი ამბობს, რომ ყველაფერი სამართლებრივ სივრცეში უნდა დაბრუნდეს.

კეთილი, ამას ჩვენ სულ ვამბობთ, მაგრამ ამ სამართლებრივ სივრცეს თავისი დანაკარგები აქვს.

განვიხილოთ დეტალურად:

მეუფე პეტრემ პატრიარქს წაუყენა გარკვეული ხასიათის ბრალდება.

სამართლებრივი სივრცე ითვალისწინებს ამ ბრალდების განხილვას.

ბრალდების დადასტურების შემთხვევაში უნდა მოხდეს პატრიარქის გადაყენება და ასევე წმინდა, სინოდის დაშლაც, რადგან მან უსამართლოდ დასაჯა მეუფე პეტრე.

ბრალდების დადასტურების უფრო მეტი შანსია, ვიდრე ნაკლები(თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ მეუფე სტეფანეს რა კადრებზე საუბრობს).

როგორც უკვე მიხვდით წმინდა სინოდი ამ ბრალდებას არ განიხილავს და სამართლებრივი სივრცე უნდა გამოვრიცხოთ.

სწორედ აქ შემოდის განხეთქილების საშიშროება. განხეთქილება საშინელებაა, თუმცა, ტოტალური უსამართლობა უფრო მეტი.

გამოსავალი:

უნდა გადადგეს სინოდის სრული შემადგენლობა.

რადგან მეუფე გრიგოლი მიხვდა მდგომარეობის სიმძიმეს, მან უნდა მისცეს სხვებს მაგალითი.

ყველა ეპარქიიდან უნდა გამოირჩეს საეპისკოპოსო კანდიდატი, რომელსაც სამი ძველი ეპისკოპოსი დაასხამს ხელს და მერე ის სამიც გადადგება.

ასე მივიღებთ ახალ "ცას და ახალ მიწას".

თუ პატრიარქის ბრალეულობა რაიმე ფორმით დამტკიცდა, მაინც მოუწევს სინოდს გადადგომა, მაგრამ ეს უფრო თავლაფდასხმული გადადგომა იქნება.

ახლა მთავარი კითხვა სინოდს:

როგორ გინდათ, რომ ისტორიამ დაგიმახსოვრეთ? როგორც ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ფუფუნება არ/ვერ დათმო და ეკლესია გახლიჩა და დაანაწევრა, თუ ხალხი, რომლებმაც პირად ამბიციებს ეკლესიის საერთო კეთილდღეობა ამჯობინა?

მეორე კითხვა:

როგორ შეგიძლიათ აღდგომილი მაცხოვრის დღესასწაული იზეიმოთ, როცა ის მეუფე სტეფანეს ხელით ჭყონდიდის ეპარქიაში ჯვარს აცვით?

დრო არ ითმენს!"

წერს თეოლოგი ზვიად ცაბაძე.

ნანახია: (632)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას