logo.png

ზვიად გამსახურდიას სულიერი მისია

1980-1990 წლებში აბობოქრებული სახალხო მოძრაობა თავისი შინაარსით ეროვნულ- სარწმუნოებრივი ხასიათის იყო. მისი მთავარი მიზანი იყო საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვება. ეროვნულ- სარწმუნოებრივმა მოძრაობამ შექმნა ლეგიტიმური ხელისუფლება, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებელი იყო საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის. ეროვნულ- სარწმუნოებრივი მოძრაობის მიერ შექმნილმა ხელისუფლებამ ჩაატარა რეფერენდუმი და მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, ამით ეროვნულ- სარწმუნოებრივი მოძრაობის პირველი ეტაპის ამოცანა შესრულდა, მაგრამ მხოლოდ დამოუკიდებლობის მიღწევა როდი იყო ეროვნულ- სარწმუნოებრივი მოძრაობის საბოლოო მიზანი. ამ მოძრაობის და მის მიერ შექმნილი ხელისუფლების მთავარი მიზანი ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობისა, როგორც ბატონი პრეზიდენტი ბრძანებდა, იყო მართლმადიდებლური- ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნა-ჩამოყალიბება. სამწუხაროდ, ზვიად გამსახურდიას ეს სიტყვა, ეს იდეოლოგია ქართველმა ერში დავიწყებას მიეცა. უფრო მეტიც, თვით ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებს ან ზვიადისტებს ეძახიან, ან მათ უდიდეს ნაწილს, წარმოდგენაც კი არა აქვთ ზვიად გამსახურდიას ჭეშმარიტი მისსიის შესახებ. ამიტომ, ჩვენთვის ემიგრაციული ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უპირველესია არა ფორმალური ლეგიტიმურობის აღდგენა, რომელსაც დღეს ფარსის სახით გეგმავენ ზვიად გამსახურდიასა და ეროვნულ- სარწმუნოებრივი იდეოლოგიის აშკარა მტრები, რომელთაც აჰყოლიან ყოფილები და ზვიადის მისსიის ვერ გამგებები. უმთავრესია, ქართველ ერს განვუმარტოთ ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეოლოგიის მნიშვნელობა და არსი! ამის გარეშე ფუჭი იქნება ჩვენი ყოველგვარი მოქმედება. ახლა შევეცდებით დეტალურად განვიხილოთ ამ იდეოლოგიის ძირითადი პოსტულატები, მაგალითად ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი პოსტულატი, რაც არის ფაქტიურად ქვაკუთხედი საქართველოში ჭეშმარიტი, ზვიადისეული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობისა. სიტყვა-სიტყვით გავიმეორებ რას ამბობს ბატონი პრეზიდენტი:

 I პოსტულატი „საქართველოში, როგორც მართლმადიდებლურ-ქრისტიანულ ქვეყანაში ტრადიციული იყო კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას, სახელმწიფო კი თავის მხრივ ხელს უწყობდა ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას.“ აი მეგობრებო, საოცარია თქვენ თუ გსმენიათ ცივილიზაციის უახლოეს ისტორიაში, განსაკუთრებით კი პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ ეპოქაში, თუ უსაუბრია საერთოდ, რომელიმე სახელმწიფოს პირველ პირს, სახელმწიფოსა და ეკლესიის ჰარმონიული თანაარსებობის მიღწევის შესაძლებლობაზე ასე ვრცლად?! თანაც საინაუგურაციო სიტყვაში. თქვენ ამის ანალოგიას ვერსად ვერ ნახავთ.

II. პოსტულატი „საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის აღორძინების გარეშე, ზნეობრივი აღორძინების გარეშე ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც. რას გვეუბნება ჩვენ აქ პრეზიდენტი? იგი გვეუბნება, რომ დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ზნეობრივი აღორძინების გარეშე, მორწმუნეობის აღორძინების გარეშე, ჩვენთვის კი მორწმუნეობა ხომ პირველ რიგში არის მართლმადიდებლობა, ზოგადად სიმართლის თქმა, როდესაც სიმართლის მთქმელს ცხენი უნდა ჰყავდეს შეკაზმული. ეკლესიურობაზე და ზნეობრიობაზე ამყარებს საქათველოს სახელმწიფოებრივ აღორძინებას პრეზიდენტი! საერთოდ თუ ყოფილა ოდესმე ამ საკითხებზე თუნდაც მის მიმდევრებს შორის თავის თავს, რომ ზვიადისტებს ეძახიან, საერთოდ ამ კუთხით თუ განხილულა ზვიად გამსახურდიას მიერ შექმნილი ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის არსი ანუ იდეოლოგია, რომელსაც ჩვენ ზვიად გამსახურდიას ანდერძსაც ვუწოდებთ. ვაგრძელებთ ზვიად გამსახურდიას ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეოლოგიის შემდეგი პოსტულატის განხილვას.

III პოსტულატი ,,სწორედ ამიტომ ჭეშმარიტად ქართული ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა მჭიდროდ არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან.” ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რასთან არის დაკავშირებული დღევანდელობის ეგრეთწოდებული ეროვნული-მოძრაობა, როგორადაც ამას საქართველოში წარმოაჩენენ ოპოზიციის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ზვიად გამსახურდიას თქმით, ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრობა მჭიდროდ ყოფილა შერწყმული ეკლესიასთან და რელიგიურ ცნობიერებასთან, საინტერესოა რას იტყვით თქვენ ამის შესახებ? ასეთია ნუთუ დღევანდელი მოძრაობა? ეს არის ეროვნული მოძრაობა? ხალხს ეროვნული მოძრაობა ანტიეროვნული და ანტი სარწმუნოებრივი მოძრაობისგანაც ვეღარ განუსხვავებია და ლიდერებიც შესაბამისი ჰყავთ. მაგალითისთვის განვიხილოთ ვინმე „უცნობის“- ოპოზიციის ლიდერად რომ ითვლებოდა. მაპატიეთ ასეთი მკრეხელობის გამეორებისათვის: „ქალო აიწიე კაბა მოდი გავაკეთოთ რამე“. -ამას საჯაროდ რომ იმღერებს ვინმე და ის იქნება იმ „ეროვნული მოძრაობის“ ლიდერი როგორ შეიძლება? ამას დავარქვათ ეროვნული მოძრაობა?! და საერთოდ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს არა მატო „საკანი“ და მისი მონათესავე გადაცემები თუ მოძრაობები, რომლებსაც ერთდროულად სულიერ ორიენტირად ხან პუტჩისტური ხუნტის მაკურთხებელი პატრიარქი და პუტჩისტები ჰყავთ და ზოგჯერ მათგან სასიკვდილოდ გამეტებული მართლმადიდებელი პრეზიდენტი და ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერები. სად ხედავთ აქ რაიმე რელიგიურ ცნობიერებას ან ეკლესიის წიაღთან ყოფნას, სად ხედავთ აქ ზნეობრიობას, სულიერებას?! ეს ხომ ფარისევლობაა! ეს ხომ ღვთის გმობაა?!

IV პოსტულატი განვიხილოთ ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეოლოგიის შემდეგი პოსტულატი: „დღევანდელი საქართველოს ეროვნული- განმანთავისუფლებელი მოძრაობა თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს ეროვნულ- პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ უპირველესყოვლისა ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დაყრდნობით. “ მიაქციეთ ყურადღება, ზვიად გამსახურდია ამბობს, რომ საქართველოს ეროვნულ- განმანთავისუფლებელი მოძრაობა თავისი შინაგანი არსით ეროვნულ- რელიგიური მოძრაობა არისო, ესე იგი აქ ეროვნულ მოძრაობაზე მაღლა დგას რელიგიური მოძრაობა ანუ სულიერება და ამავე პოსტულატში რა თქმა უნდა ბატონი ზვიადი აღნიშნავს, რომ უპირველესყოვლისა ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას ქრისტიანულ ცნებასა და ცნობიერებაზე დამყარებით. მეგობრებო ამის გარეშე ეროვნული მოძრაობა ქრისტიანული სულიერების გარეშე და ქრისტიანული რწმენის გარეშე როგორც ვიცით ემსგავსება ფაშიზმს და კაციჭამიობას, ამის მაგალითები ჩვენ ისტორიაში უკვე გვაქვს და კაცობრიობამ ამის საშინელი მაგალითები ნახა როგორც იტალიაში მუსოლინის ეროვნული მოძრაობით და აგრეთვე გერმანიაში ჰიტლერის ეროვნული მოძრაობით, როდესაც ეროვნულ მოძრაობას გამოაკლდა მთავარი შემადგენელი ფაქტორი, ქრისტიანული სულიერების სახით მან დაკარგა ადამიანური სახე და იგი კაციჭამიობად გადაიქცა.

V პოსტულატი ,,ეროვნული ხელისუფლება იღვაწებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ტრადიციული ერთობის აღსადგენად. ამ ერთობის არსი შემდგომში მდგომარეობს - ეროვნული სახელმწიფოს ავტორიტეტი უნდა დაემყაროს არა მარტო ხელისუფლების სოციალურ-პოლიტიკურ განსაზღვრულობას, არამედ უმეტესწილად ქრისტიანულ ზნეობრივ საწყისებს". რა არის მეგობრებო სოციალურ-პოლიტიკურ განსაზღვრულობა, ეს არის დემოკრატია, არჩევითობა, ადამიანის და უმცირესობების უფლებების დაცვა, ეკოლოგია, მეცნიერულ- ტექნიკური პროგრესი, მატერიალური კეთილდღეობა და ასე შემდეგ და რას გვეუბნება ზვიად გამსახურდია ამ შემთხვევაში, ზვიად გამსახურდია გვეუბნება, რომ "არამედ უპირველესყოვლისა უფალი სცნობს ზნეობრივ აღორძინებას, ქრისტიანულ ცნებასა და ცნობიერებაზე დამყარებით". რა არის ბატონებო ქრისტიანული საწყისები ეს არის ზნეობრიობა და მასზე უფრო მაღალი სულიერება და რაც მთავარია ქრისტიანობის გვირგვინი-სიყვარული, რომელიც დღევანდელი პოლიტიკიდან საერთოდ განდევნილია ანუ მარტივად რომ ვთქვათ ქრისტიანული სიყვარულის უზენაესობაზე ლაპარაკობს ზვიად გამსახურდია და სწორედ ამით განსხვავდება იგი სხვა პრეზიდენტებისგან და პოლიტიკური მოღვაწეებისგან.

VI პოსტულატი ,,სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკლესიისადმი უნდა დაეფუძნოს ეკლესიის რელიგიურ-ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობისა და ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარებას", აქ ორი საკითხი უნდა გამოვყოთ: ეს არის ეკლესიის რელიგიურ- ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობაზე დაფუძნება და ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარება. განვიხილოთ ეხლა პირველი: ეკლესიის რელიგიურ- ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობა. რას ეფუძნება დღევანდელი საზოგადოება, დღევანდელი თანამედროვე ცივილიზაცია. როგორც ვიცით თანამედროვე ცივილიზაციაში ერთადერთ ავტორიტეტად ითვლება ფორმალური ანუ ცივილური სამართალი, რომელსაც იღებენ ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო ორგანოები, რომელთაც უმეტესწილად მართავს კლასობრივი ან კლანური ინტერესები და ხშირად ეს პარლამენტები როგორც წესი გლობალისტურ, ანტიეროვნულ, კომპარტიულ და თუნდაც სატანისტური ძალების ზეგავლენის ქვეშ არიან. რა თქმა უნდა ასეთი და ამ ტიპის პარლამენტების მიერ მიღებულ კანონებს მისი მიმღების ბეჭედი ასვია. რადგან კანონებს და ფორმალურ სამართალს მიმღების ბეჭედი ასვია ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სამართლის მიხედვით ადამიანისთვის ადამიანი არის მგელი, მკვლელი, მტაცებელი. რას გვთავაზობს ამის საპირისპიროდ ზვიად გამსახურდია, ამის საპირისპიროდ ზვიად გამსახურდია გვთავაზობს ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობის აღიარებას, ესე იგი ზვიად გამსახურდია გვთავაზობს ვაღიაროთ ქრისტიანული სიყვარულის უზენაესობა და არა ფორმალური სამართლის უზენაესობა. მეორე საკითხი: ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარება. ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარება მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოების დაუცველ ფენებს უნდა ჰქონდეთ საშუალება მიმართონ ეკლესიას, რათა ეკლესიამ დაიცვას მათი სოციალური მოთხოვნილებები, დაეხმაროს ამ სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. თავის მხრივ ეკლესიასაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დაეხმაროს საზოგადოების დაუცველ ფენებს, თავის მხრივ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკლესია, რათა ეკლესიამ თავისი სოციალური ფუნქცია აღასრულოს, აი ეს იქნებოდა ეკლესიის განსაკუთრებული ფუნქციის აღიარება. 

VII პოსტულატი ჩვენი ისტორია ცხოვრების წესი ბრძოლა სარწმუნოებისათვის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, ეს არის მოწამეობრივი გზა, ქრისტეს მიერი გზა სიკეთისა, სიქველისა და სიყვარულისა, აი ხედავთ მეგობრებო ზვიად გამსახურდია ეროვნული-სარწმუნოებრივი იდეოლოგიური ახსნისას და ამ იდეოლოგიის შესაბამისი სახელმწიფოებრიობის აგებას აფუძნებს ქრისტესმიერ გზაზე, გზაზე სიკეთისა, სიქველისა და სიყვარულისა. რა თქმა უნდა ქრისტიანულ სიყვარულზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობა დღეს ალბათ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს და თქვენ ვერ ნახავთ ალბათ ვერცერთ პრეზიდენტს ან სახელმწიფოს თანამდებობის პირს, რომელიც ქრისტიანულ სიყვარულზე აპირებდეს სახელმწიფოებრიობის აშენებას და აგებას. აი სწორედ ამით განსხვავდებ ეროვნულ- სარწმუნოებრივი იდეოლოგიის საფუძველზე სახელმწიფოს აღმშენებელთა და ფორმალურ სამართალზე აღმშენებელთა განსხვავებულობა. ჩვენ ქრისტიანული სიყვარულის მიმდევრებს მხოლოდ ეს განგვასხვავებს ერთმანეთისაგან და ეს არის უდიდესი განსხვავება და ამით განვსხვავდებით ჩვენ დიამეტრალურად სხვა ყველა დანარჩენი პოლიტიკური მოძრაობებისაგან. თანამედროვე ქვეყნების სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა დღევანდელობაში თუ დაფუძნებული არის ფორმალურ სამართალზე ზვიად გამსახურდია თავის იდეოლოგიაში, ეროვნულ-სარწმუნოებრივ იდეოლოგიაში უპირატესობას ანიჭებს ქრისტიანულ სიყვარულს, ესე იგი სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის ცემენტად ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ქრისტიანული სიყვარული, ღვთის სიყვარული, მოყვასის მიმართ და თუნდაც მტრის მიმართ. როგორც ვიცით ცივილური სამართლის საფუძველთა საფუძველი არის ადამიანისთვის სიამოვნების მიღების ინსტინქტი, პირადული იქნება ეს თუ ოჯახური კეთილდღეობა, ყველა ჩვენთაგანი ალბათ ვისწრაფვით იმისაკენ, რომ დავიკმაყოფილოთ ეს ინსტინქტები, რითაც ჩვენ ვემსგავსებით გონიერ ცხოველებს. იმისათვის, რომ ასეთ საზოგადოებაში და ასეთი სამართლით მცხოვრებმა ადამიანებმა ერთმანეთი არ დაჭამონ, სახელმწიფოს ჭირდება ზუსტად კონსტიტუცია ძირითადი კანონი, რომ ეს ადამიანები ჰყავდეს მორჩილებაში. მეორეს მხრივ ჩვენ ვიცნობთ საეკლესიო სამართალს, რომელიც ეფუძნება სულიერებას, ზნეობრიობას და ქრისტიანულ სიყვარულს. აი ზუსტად ისეთი სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობას გვთავაზობს ზვიად გამსახურდია, სადაც ადამიანები ცხოველებს კი არ ემსგავსებიან და ცხოველური ინსტინქტებით ცხოვრობენ, არამედ ადამიანები ცდილობენ მიბაძონ თავად შემოქმედს-ქრისტეს და იცხოვრონ იმ ზნეობრივი კანონებით, რომლებიც დაუდგინა მას ეკლესიამ.

დასკვნა

მეგობრებო, ჩვენ აქ განვიხილეთ ზვიად გამსახურდიას ანდერძი, განვიხილეთ ზოგიერთი პოსტულატი, რომელიც ზვიად გამსახურდიას მიერ წარმოთქმულ საინაუგურაციო სიტყვაში გაისმა და ამასთან დაკავშირებით ხაზი გვინდა გავუსვათ ემიგრაციული ხელისუფლების და ეროვნულ- სარწმუნოებრივი მოძრაობის ძირითად მიზნებს. ჩვენი ძირითადი მიზანი არის ზვიად გამსახურდიას მიერ დატოვებული ანდერძის საფუძველზე დაყრდნობით, მომავლისთვის გამოვიმუშავოთ ჩვენს სამშობლოში სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ისეთი სრულყოფილი იდეოლოგია, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ ერს, გადაჭრას ყველა ის პრობლემა და დილემა, რომელიც დღეს დადგა არა მარტო ქართველი ერის წინაშე არამედ მთელი კაცობრიობის წინაშეც. ზვიად გამსახურდიამ ამის შესახებ შესანიშნავად აღწერა, თავის ნაწარმოებში „დილემა კაცობრიობის წინაშე“. ჩვენ, კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მსურველები და ზოგადად ქართველი ერი, ზუსტად ამ დილემის წინაშე აღმოვჩნდით! აი, ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ არსებული ოპოზიციასა და დღ. რეჟიმს შორის გააფთრებულ წინააღმდეგობას, რომელიც ზოგჯერ მათ შორის უსაზღვრო სიძულვილში და კაციჭამიობაში გადადის. თითქოს ყველას აინტერესებს საქართველოს ბედი, ყველა დაინტერესებულია იმ პრობლემების გადაჭრით, რომლის წინაშეც ქართველი ერი აღმოჩნდა. ალბათ, ყველა დაგვეთანხმება იმაში, რომ ქართველი ერი გადაშენების წინაშე დადგა, მაგრამ თუ დავაკვირდებით ფაქტიური რეჟიმის იდეოლოგიას, რომელიც ყველაზე მტრულად ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეოლოგიის მიმართაა განწყობილი, აუცილებლად ვიპოვით მსგავსებას მისი ძალაუფლებაზე პრეტენზიის მქონე ოპოზიციის იდეოლოგიასთან, რომელიც ასევე ცდილობს თავისებურად, მისთვის დამახასიათებელი ვიწროპარტიულ- ფსევდოპატრიოტული ინსტიქტებით, ჭეშმარიტი ლეგიტიმურობის აღდგენის უგულებელყოფის ფონზე, იპოვოს გამოსავალი ამ ჩიხიდან, გადაჭრას ის პრობლემა, რომლის წინაშეც საქართველო და ქართველი ერი აღმოჩნდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გზაც ბარაბას გზაა! ჩვენი საუბარი ამ თემაზე დასასრულს უახლოვდება და ჩვენ გვინდა დავამთავროთ საუბარი უმნიშვნელოვანესი საკითხის შეხსენებით, როდესაც ზვიად გამსახურდია საუბრობს ერის გადარჩენაზე, როდესაც ზვიად გამსახურდია საუბრობს დილემის შესახებ, რომლის წინაშეც არა მარტო ქართველი ერი, არამედ ცივილიზაცია დგას უკვე, ძირითადად დამოკიდებული არის საზოგადოების არჩევანზე, ერები რომლებიც დემოკრატიის გზას დაადგნენ, აშკარაა, რომ ხვდებიან, ამის მაგალითები ჩვენ უკვე გვაქვს, ამის მაგალითია დღევანდელი გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი სადაც ხდება ავტოქტონური ერების გადაშენება, ესე იგი დღევანდელი დემოკრატია მეგობრებო მოგვევლინა, როგორც ერების მკვლელი და ზუსტად ერების განადგურების საშიშროების წინაშე დგას მსოფლიო, ესე იგი ზვიად გამსახურდიამ დაგვანახა ეს დილემა, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის დილემაა და რომლის გადაწყვეტაც ჩვენ შეიძლება შევძლოთ და ჩვენ შევძლებთ ამას თუ საქართველოს, ქართველ ერს ექნება მძლავრი ერთიანი იდეოლოგია და მისი განხორციელების მექანიზმები. ეს ის იდეოლოგიაა, რომელიც სახელმწიფოებრიობასა და სულიერებას ანუ სახელმწიფოსა და ეკლესიას გააერთიანებს და ეს გაერთიანება იქნება ჰარმონიული, როდესაც ეკლესია ეხმარება სახელმწიფოს და სახელმწიფო კიდევ თავის მხრივ ცდილობს იყოს ეკლესიის წიაღში და დაეხმაროს ეკლესიას მისი მისიის აღსრულებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სულიერი გადარჩენის გარეშე არ არსებობს ერის ფიზიკური გადარჩენა!

წყარო.  ჟურნალი ,,მატიანე", 2014 წელი, 22 დეკემბერი  #3-4 (9-10), გვ.15-18

ნანახია: (686)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას