logo.png

 

Zviad Tsabadze

 

"მეუფე სტეფანე, რომ საეკლესიო კანონიკის ცოდნისგან შორს არის მრავალჯერ წარმოჩინდა. მისი ეს ბრძანებაც სწორედ ამის დადასტურებაა.

მეუფე სტეფანე დასჯილ პირებს პატრიარქის ლოცვებში არ მოხსენებას ედავება და თავისი არგუმენტების გასამყარებლად ორგზისი კრების მე - 13 კანონს იშველიებს, რომელიც ამბობს, რომ მანამ, სანამ კრების (სინოდის) მიერ არ დადასტურდება ეპისკოპოსის ბრალეულობა, სასულიერო პირები, მონაზვნები, ერისკაცები ვალდებულნი არიან ბრალდებული ეპისკოპოსი ლოცვებში მოიხსენეონ. ხოლო, ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში უფლება ეძლევათ, ბრალდებულთან ლოცვითი თანაზიარების გაწყვეტის.

ახლა როგორი ვითარება გვაქვს?

ეპისკოპოსი (პატრიარქი) ბრალდებულია მეორე ეპისკოპოსის (მეუფე პეტრე) მიერ და აწ უკვე დასჯილი პირები პატრიარქს ლოცვებში აღარ იხსენიებენ. აქედან გამომდინარე მათი დასჯა ხსენებული მუხლით სამართლიანი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება, კერძოდ: საპატრიარქოს ოფიციალურ პირებს, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველს არაერთხელ უთქვამთ, რომ კრება, რომელიც პატრიარქის ბრალეულობას გამოიძიებს, არ გაიმართება. ეს უკვე არის საფუძველი, რომ შეწყდეს ლოცვებში მისი(პატრიარქის)სახელის მოხსენიება და ორგზისი კრების ხსენებული კანონი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს იმ ადამიანებს, ვინ ამას აღასრულებს.

ზემოთხსენებული ცხადყოფს, რომ კანონიკური თვალსაზრისით დასჯილი პირები ამ ნაწილში სრულიად მართლები არიან, ხოლო მათზე დაკისრებული სასჯელი - უკანონო.

იხ. ხსენებული კანონი:

''ყოვლად ბოროტმა სულმა ქრისტეს ეკლესიაში დათესა მწვალებლობის სარეველა ბალახი, მაგრამ დაინახა რა, რომ ის სულის მახვილით მოჭრილი და ძირიანად აღმოფხვრილია, სივერაგის სხვა გზას დაადგა და შეეცადა ქრისტეს სხეულის გაკვეთას განხეთქილების მოქმედთა უგუნურების საშუალებით. მისი ეს უკეთურება სრულიად უქმად აქცია წმინდა კრებამ და განსაზღვრა, რომ ამიერიდან, თუ მღვდელი ან დიაკონი რაიმე დანაშაულს აღმოუჩენს თავის ეპისკოპოსს, და კრების მიერ გამოძიებამდე, განკითხვამდე და დასჯამდე გაბედავს მის ჩამოშორებას ზიარებისგან და მის სახელს ეკლესიის წესის თანახმად ჟამისწირვის საღმრთო ლოცვებში არ მოიხსენებს, ის უნდა დაისაჯოს განკვეთით და უნდა წაერთვას ყოველგვარი სამღვდელო პატივი. რადგანაც, როდესაც მღვდლობის პატივში მყოფი მიიტაცებს მიტროპოლიტთა მსაჯულობას და მათ ბჭობაზე ადრე გამოუტანს განაჩენს თავის მამასა და ეპისკოპოსს, ის არ არის არც მღვდლობის პატივის, არც მღვდლის სახელის ღირსი.

ხოლო მის მიმდევრებს, თუ სამღვდელონი იქნებიან ისინი, უნდა წაერთვათ პატივი, ხოლო თუ მონაზვნები ან ერისკაცები იქნებიან, უზიარებელნი უნდა იყვნენ და ეკლესიიდან სრულიად უნდა განეყენონ, სანამ არ დაანებებენ თავს განხეთქილების მოქმედთა ერთობას და არ მიბრუნდებიან თავის ეპისკოპოსთან.''"

წერს თეოლოგი ზვიად ცაბაძე.

 

ნანახია: (1084)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას