logo.png

 

Lado Gamsakhurdia

 

"როდესაც ვერ რიგდება ბერი, ჩაერევა ერი.

ძალიან სახიფათო მოვლენები ვითარდება ჭყონდიდის ეპარქიაში, ეს უნდა დასრულდეს.

ვერ გამიგია საპატრიარქოც მთავრობა ხომ არაა არაფრით დათმობაზე და შემწყნარებლობაზე რომ არ მიდის.

რატომ რევთ სამეგრელოში, ვითარებას რატომ ამწვავებთ.

სხვას კიცხავდით როგორ კადრულობენ ჩვენს მიმართ ასეთ სიტყვებსო და ახლა თავად ამცირებთ უზნეო სიტყვებით ჭყონდიდის დედაოებსა და ბერებს.

ცეცხლს ნუ ეთამაშებით სამეგრელოს რეგიონში მარტო ეკლესიის ფაქტორიც არ არის...

ეს ტანჯული და სახიფათო რეგიონია, სადაც ჯაბა იოსელიანმა და მისმა "ბანდამ" ამობუგა და გადაწვა არაერთი სოფელი, იმ ჯაბამ რომელიც ჩვენმა საპატრიარქომ ლოცვა_ კურთხევით გმირად დაასვენა დიდუბეს პანთეონში! თუ ვცდები რამეში

ხომ არ გაგახსენოთ მისი სიტყვები: 

"უნდა ამოვხოცოთ მეგრელები და მათ ადგილას სხვა ერები ჩამოვასახლოთო"

ასეთი "ჯაბა სიონიდან გამოასვენეთ, გულზე ვახტანგ გორგასლის ორდენი დააკარით და შუა დედაქალაქში პანთეონში დაკრძალეთ გულის გასახეთქად.

გაპატიათ ქართველმა ერმა ქართული ეკლესიის ხათრით.

ისევ ნუ მეორდებით, მტკივნეული იქნება ყველასთვის.

ისედაც დაჭრილი აქვს გული უძველეს ქართულ რეგიონს, სამეგრელოს.

ილია ჭავჭავაძე_ წმინდა ილია მართალი ჩავიდა სამეგრელოში და ნამდვილი საქართველო იხილა.

ჯაბა იოსელიანი და შევარდნაძე ჩავიდა სამეგრელოში და საქართველოს მტრები იხილეს, ამობუგეს და გაანადგურეს.

ვერ ხვდებით, რომ საფრთხეს ქმნით.

რას გაჯიუტდით სინოდში, რატომ საუბრობთ სიძულვილის ენით.

რა ვერ მოაგვარეთ? თუ ხართ ცოდვაში დაჯექით მოუხმეთ პეტრე ცაავას მოინანიეთ ერთობლივად და ისევ აღადგინეთ ჭყონდიდში.

არავის გვიკვირს უკვე მამათმავლობა ეკლესიაში.

მოინანიეთ!

რა გინდათ ბოლო _ბოლო, რატომ არ თმობთ? ქრისტეს მსახურნი თუ ხართ მოინანიეთ და განაგრძეთ ერთობლივი მსახურება ქვეყნისა და ღვთის წინაშე.

რას ქმნით არეულობას.

თუ "ტეხავს" თქვენში დათმობებზე წასვლა.

თქვენ ეკლესია ხართ და შეგიძლიათ ერთმანეთის მიმართ დათმობაზე წახვიდეთ ეს თქვენი პირდაპირი ვალია.

მეუფე სტეფანეს არ მიიღებს ჭყონდიდი.

დიდი სინანული, ცოდვების მონანიება და საბოლოო შერიგება გჭირდებათ სრულიად ქართულ ეკლესიას.

მე ამას ერის კაცი საღად ვხედავ, თქვენ რა დაგემართათ.

ღმერთო დაიფარე საქართველო და ქართული ეკლესია რამეთუ შიგნით შეაღწია სატანამ."

წერს ლადო გამსახურდია.

ნანახია: (685)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას