logo.png

"სამი დღის უკან ჭყონდიდის ეპარქიის რვა მღვდელმა, სამმა დიაკონმა, ასევე ბერებმა, მონაზვნებმა, სტიქაროსნებმა საჩივრის წერილით მიმართეს სინოდს არსებული უკანონობების გამო.

მოვუწოდებ ჭყონდიდის დანარჩენ სამღვდელოებას, გამოიჩინონ ამ მღვდლების და სამონაზვნო დასის მსგავსად სიმამაცე და ქრისტიანული სინდისი, გამოვიდნენ კონფორმიზმის, შიშის და გამყიდველობის მდგომარეობიდან და მათაც ამხილონ ცრუჭყონდიდელი სტეფანე და დეგრადირებული,გახრწნილი საპატრიარქო, რათა უბიწოდ დავიცვათ ქრისტეს ეკლესია და მართლმადიდებლობა!

სტეფანე არც ყოფილა და აღარც არის ჭყონდიდელი! ისაა ცრუ ეპისკოპოსი და ეპარქიის მიმტაცებელი ავაზაკი.

მოწვეულ იქნეს დიდი საეკლესიო კრება, რათა დამყარდეს კანონიკური წესრიგი და სამართალი საქართველოს ეკლესიაში!"

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ნანახია: (760)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას