logo.png

 

Hieromonk Andria Saria

 

"ვფიქრობდი, რა დამეწერა წმინდა პატრიარქის ბიოგრაფიიდან, თუმცა მერე გადავიფიქრე, რადგან ისტორია ყველამ იცის და მისი შეხედულებები რუსეთზე, ეკლესიაზე, სამღვდელოებაზე და იმ პერიოდში არსებულ პრობლემებზე. წლები გავატარე წინამძღვრად მისი სახელობის ტაძარში და ვისურვებ რომ ამბროსი ხელაიას სიტყვები აღსრულდეს დღევანდელ საქართველოში! ახლა გვჭირდება გაერთიანება, სიყვარული, მიტევება და სიმშვიდეც. დანაშაულისადმი შეგუება ეს არის დამარცხება, მაგრამ სიმართლისათვის შეუპოვრობა ეს არის გმირობა. ისტორიას მოსწონს ამბროსის მსგავსი ადამიანები, იგი საბჭოთა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში მარტო დატოვა, გადასახლებაში ამყოფა, მოარიდა ახლობლებსა და ნაცნობებს (მოახერხა რეპრესიები), ესეც არ აკმარეს და პატრიარქობის ჟამს ციხეში ჩასვეს, თუმცა იქიდანაც ქადაგებდა და წერილებს წერდა! ისტორიას არ აინტერესებს ვის რა ძალაუფლება ქონდა მაშინ ან ვინ სჯიდა ამბროსის, ისტორიას აინტერესებს ვის ქონდა ამბროსის მსგავსი გმირული და თავდადებული პოზიცია. ამდენად, მდევნელის ხელში არსებული სიძლიერე არ ნიშნავს გამარჯვებას, გამარჯვება შეუგუებლობა არის ძალმომრეობით აღჭურვული ტირანისა! ვულოცავ ამ დიდებული ადამიანის ხსენებას ყველა მის სულიერ მემკვიდრეს."

წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

ნანახია: (665)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას